17:29 მოსამართლე: “სასამართლო დასკვნით სიტყვაე მოისმენს 3 სექტემბერს, 5 საათზე”. მას არ უთქვამს, გამოაცხადებს თუ არა გადაწყვეტილებას ამავე სხდომაზე. დღევანდელი სხდომა დასრულებულია.
17:19 - ნუგზარ ჭიტაძე, პროკურორი, ირწმუნება, რომ გამოძიება ნიკა კაციას საქმეზე ჩატარებულია სრულყოფილად, კანონის სრული დაცვით. მან მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა სთხოვა. მის ამ სიტყვას კვლავ არ ეთანხმება ადვოკატი ნინო ლომთაძე, ნიკა კაციას კი კითხვა გაუჩნდა მასთან - "აი, არ გრცხვენია?"
17:08 "ადამიანურად თანავუგრძნობ პროკურორს, არ ვიცი, რატომ აწერს ხელს ამ საქმეს", - ნიკა კაციას რეპლიკის ნაწყვეტი.
17:01 - "როცა ადამიანს რაიმეს აბრალებ, იქ გამოძიებაც არ არის ჩასატარებელი", - ნიკა კაციას რეპლიკა.
ფორუმი