Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა კაციას საქმის დასკვნითი სხდომა

ნარკოდანაშაულში ბრალდებული ნიკა კაცია პროევროპული აქციების მსვლელობისას, 2024 წლის 7 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი წაყენებული აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ პუნქტით, დიდი ოდენობით ნარკოტიკურლი საშუალებების შეძენა-შენახვა მოხმარება.

15:13 26.8.2025

14:49 - თბილისის საქალაქო სასამართლოს მეორე დარბაზი სავსეა. დარბაზში სხედან ნიკა კაციას ოჯახის წევრები, გულშემატკივრები, ჟურნალისტები. პირველ რიგში ზის ნიკა კაციას დედა, ელოდება შვილის გამოჩენას. პირველ რიგში ზის გიორგი ახობაძეც. ის რამდენიმე ხნის წინ მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა უდანაშაულოდ ცნო. გიორგი ახობაძეს ნიკა კაციას მსგავსად, გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა მოხმარებას ედავებოდა. დარბაზში უკვე შემოვიდა ადვოკატი და პროკურორი. ადვოკატი ნინო ლომინაძე დღეს დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. სხდომა წუთი-წუთზე უნდა დაიწყოს. ჯერჯერობით უცნობია, იტყვის თუ არა საბოლოო სიტყვას დღეს თავად ნიკა კაციაც.

15:16 26.8.2025

15:04 "გამარჯობა ყველას და მადლობა, მიყვარხართ", - ამ სიტყვებით შემოვიდა ნიკა კაცია დარბაზში. ხალხი მას ტაშით შეეგება - "ჩვენც გვიყვარხარ"...

15:16 26.8.2025

15:05 - ადვოკატმა ნინო ლომინაძემ დასკვნითი სიტყვის წარმოთქმა დაიწყო. მას მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი ხელზე ნიკაბდაყრდნობილი უყურებს და უსმენს.

15:21 26.8.2025

15:15 - ადვოკატი აღწერს ნიკა კაციას დაკავების დეტალებს: "ნიკოლოზ კაციამ განმიმარტა, რომ დაკავება მოხდა ტაქსის ავტომობილში მღოლის თანდასწრებით, როდესაც ის მიდიოდა საპროტესტო აქციაზე. ვკითხე თუ რა მოქმედებები განახორციელეს პოლიციელებმა, განმიმარტა რომ გაჩხრიკეს. ჩემ კითხვაზე გადაიღეს თუ არა ვიდეო, როდესაც პოლიციცელებმა პირადი ჩხრეკა ჩაატარეს, განმარტა, რომ დააყენეს კედელთან, სადაც მითითებული იყო ქუჩის ნომერი და ფოტო ან ვიდეო გადაუღეს, ასევე ჩემს მიერ იქნა კითხვა დასმული ამოიღეს თუ არა რაიმე მისი ჯიბიდან, რაზეც განმარტა, რომ არაფერი ამოუღიათ. კითვაზე მოაწერა თუ არა რაიმე დოკუმენტს ხელი განმარტა, რომ პოლიციელებმა უთხრეს, რომ რაც მალე მოაწერდა ხელს და რასაც ეუბნებოდნენ ყველაფერს თუ შეასრულებდა, მალევე გაუშვებდნენ. მითხრა, რომ რაღაც „პარკებზე" მოაწერინეს ხელი, თუმცა არ იცოდა, რატომ. აქედან გამომდინარე, დაუყოვნებლივ გადავწყვიტე შევხვედროდი გამომძიებელს და გამერკვია, რატომ არ იცოდა ნიკოლოზ კაციამ მისი დაკავების საფუძვლები და რატომ არ ქონდა თან დაკავების ოქმი. გამოვცხადდი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტენტში, სადაც მხოლოდ ჯარის თანამშრომლები დამხვდნენ და განმიმარტეს, რომ იმ დროს არავინ იმყოფებოდა შენობაში, რის შემდგომაც დავწერე განცხადება და ვითხოვდი გამომძიებელთან გასაუბრებას. 2025 წლის 8 დეკემბერს პირადი ძალებით გავარკვიე გამომძიებელის ვინაობა და და დილის 11 საათზე დავურეკე, ვთხოვე აეხსნა რა ხდებოდა, რაზეც განმიმარტა, რომ ნიკოლოზ კაცია იყო დაკავებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და ვვარაუდობდა, რომ აღნიშული მუხლი გადაკვალიფიცირდებოდა იმავე მუხლის მე-6 ნაწილზე, მართლაც მას 2025 წლის 9 დეკემბერს წარედგინა ბრალი სსსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა".

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG