Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა კაციას საქმის დასკვნითი სხდომა

ნარკოდანაშაულში ბრალდებული ნიკა კაცია პროევროპული აქციების მსვლელობისას, 2024 წლის 7 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი წაყენებული აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ პუნქტით, დიდი ოდენობით ნარკოტიკურლი საშუალებების შეძენა-შენახვა მოხმარება.

15:24 26.8.2025

15:21 - "2024 წლის 18 დეკემბერს ჩემს მიერ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაინიშნა ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, რომელზე გაიცა დასკვნა და დაადგინა, რომ ნიკოლოზ კაციას თმის ნიმუშში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები ამფეტამინი, მეტამფეტამინი, მდმა ექსტაზი, ბუპრენორფინი, მეთადონი, კოკაინი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი ( მხენარე კანაფის) ოპიატები ( მორფინი, კოდეინი, ჰეროინი) ალფა-პვპ ნარკოტიკული საშუალებები, ექსპერტმა მის მიერვე გაცემული დასკვნა დაადასტურა სასამართლოზე და ასევე განმარტა, რომ ნივთიერება თუ პირს მოხმარებლი აქვს შესაძლოა დარჩეს ორგანიზმში წლებიც. აღნიშნულიდან გამომდინარე ნიკოლოზ კაცია არ იყო არათუ აქტიური, არამედ ზოგადად ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი , შესაბამისად პატაკშივე მოწოდებული ირკვევა, რომ მოწოდებული ინფორმაცია არა თუ ზუსტი არ არის, არამედ მცდარია", - განაგრძობს დასკვნით სიტყვას ნინო ლომინაძე, ნიკა კაციას ადვოკატი.

15:27 26.8.2025

15:23 - ნინო ლომინაძე ამბობს, რომ გამოძიებამ ვერ დაადასტურა ვერც ის ფაქტი, რომ ნიკა კაციას უკანონოდ ჰქონდა შეძენილი და ინახავდა მის საცხოვრებელ სახლში ნარკოტიკულ საშუალებებს: "სასამართლო სხდომაზე დაიკითხა გამომძიებელი ემილ კუპრავა, რომელმაც განმარტა, რომ დაახლოებით 12 საათისთვის მირზა ჯაფარიძეს შეხვდა მტკვრის სანაპიროზე და გადასცა ნიკოლოზ კაციას პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული გასაღები, რის შემდგომაც წავიდა სახლის ჩხრეკის ჩასატარებლად, ადგილზე მისულს დახვდა სახლში ნიკოლოზ კაციას დედა. კარი ვერ გააღეს, მალევე მიბრუნდნენ და გასაღებით სცადეს გაღება, რომელიც კარში ჩაუტყდათ და ვეღარ გააღეს, რის შემდგომდგომაც გამობრუნდნენ და არ ჩაატარეს სახლის ჩხრეკა, როდესაც მათ ქონდათ პირდაპირი ვალდებულება იძულებითი პროპორციული ძალის გამოყენებით გაეხსნათ სახლის კარი, გამოეძახათ სამაშველო სამსახური და ჩაეტარებინათ საგამოძიებო მოქმედება ან მხოლოდ იმიტომ, რომ სახლში არ ყოფილიყო ქალბატონი ჩაკეტილი, თუმცა, რა თქმა უნდა, მათ იცოდნენ, რომ სახლში არ ინახებოდა ნარკოტიკული საშუალებები და აღარ ჩათვალეს მიზანშეწონილად, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიციელი ვალდებულია გატაროს ყველა ღონისძიება", - ამბობს ადვოკატი.

15:49 26.8.2025

ადვოკატი ყვება ნიკა კაციას დაკავების დეტალებსა და მისი თქმით, ამ დროს აღმოჩენილ შეუსაბამობასა და კანონდარღვევებზე:

"მირზა ჯაფარიძემ (მოწმე-პოლიციელი) განმარტა, რომ შეხვდა ლაშა ხალხელაურს (მოწმე პოლიციელი), გიორგი როსოფიძეს (მოწმე პოლიციელი) და წავიდნენ ვართაგავას ქუჩის მიმართულებით, დაახლოებით 10-15 მეტრში იდგა ნიკოლოზ კაცია, რომელზეც შსს საინფორმაციო ბაზიდან ჰქონდათ ინფორმაცია, მათ შორის ფოტოსურათის, მიუახლოვდნენ და წარუდგინეს თავი და განუმარტეს, რომ იყო გამოძიება დაწყებული და უნდა მომხდარიყო პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ნიკოლოზ კაციამ დაიწყო წინააღმდეგობის გაწევა, ჯიბებზე იფარებდა ხელებს და არ აძლევდა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების უფლებას, ასევე მისი თანამშრომლების გიორგი როსოფიძის და ლაშა ხარხელაურის მიერ გამოყენებული იქნა იძულებითი პროპორციული ძალა, შებოჭეს და იძულებითი წესით ჩასვევს ავტომობილში.

მირზამ განაცხადა, რომ თავად მან გამოუღო კარი და ჩასვეს კაცია, ხოლო თვითონ წინ მარჯვენა სავარძელზე მოთავსდა და დაიწყეს ნიკოლოზ კაციას პირადი ჩხრეკა, რის შემდგომაც მირზა ჯაფარიძის განცხადებით, ამოღებულ იქნა 14,50358 გრამი კოკაინი.

მინდა განვმარტო, რომ პოლიციელებმა არსებითად დაარღვიეს ნიკოლოზ კაციას უფლება, რაც გამოიხატა შემდეგში, რომ მათ ნიკოლოზ კაციას ჯერ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, იძულებით ცდილობდნენ ჯიბეში ხელის ჩაყოფას, შემდგომ გააფორმეს პირადი ჩხრეკის ოქმი და დაკავების ოქმი, თუმცა, ფაქტობრივად, გადაუდებელი აუცილებლობით პირის დაკავების შესახებ განჩინების გარეშე ნიკოლოზ კაციას აღეკვეთა თავისუფლება, ხოლო სასამართლოზე პოლიციელების მხრიდან შეფასებულ იყო, როგორც იძულებით პროპორციული ძალის გამოყენება, თუმცა აღნიშული ქმედება ცდება შებოჭვას და იძულებით ძალას, არამედ იყო უკანონო დაკავება, რის შემდგომაც მოახდინეს მისი პირადი ჩხრეკა", - ყვება ნინო ლომინაძე.

15:50 26.8.2025

15:38 - ადვოკატი თავის სიტყვაში ყვება მოწმე პოლიციელების მონათხრობს, თუ რატომ ვერ მოხერხდა ნიკა კაციას დაკავებისას ვიდეო გადაღება:

"გამომძიებელმა განმარტა, რომ ვინაიდან უწევდა წინააღმდეგობას მის თანამშრომლებს, ხოლო თვითონ ვერ გადაიღებდა რადგან ხელში საქაღალდე ეჭირა.

აქვე განვმარტავ, რომ ლაშა ხარხელაურმა სასამართლოში ფიცის ქვეშ დაკითხვსიას განმარტა, რომ მათ არ უცდიათ ვიდეოს გადაღება, ასევე ეს შეკითხვა დაზუსტებულ იქნა მოსამართლის მიერ, რაზეც განაცხადა, რომ არ უცდიათ, ხოლო მირზა ჯაფარიზემ განმარტა, რომ ლაშა ხარხელაურმა სცადა და ვერ გადაიღო.

მირზა ჯაფარიძეს დავუსვი კითხვა, სცადა თუ არა ვინმე ნეიტრალური მოწმის მოყვანა, განმარტა, რომ სცადა, როცა ჩასვა მანქანაში ნიკოლოზ კაცია გადავიდა და იქვე კარზე დააკაკუნა, თუმცა, მთელი დაკითხვის პერიოდი განმარტავდა, რომ ხელში საქაღალდე ეჭირა და ფიზიკურად შეუძლებელი იყო თავი დაენებებინა ოქმის შევსებას და ტელეფონი ჩაერთო, სამაგიეროდ იმის დრო იყო გადმოსულიყო ავტომობილიდან და კარზე დაეკაკუნებინა, რაც ინფორმაციულ პარადოქს გვაძლევს.

აქვე დავამატებ, რომ მირზა ჯაფარიძეს ქონდა ინფრომაცია, რომ ნიკოლოზ კაცია უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას პირადად, მასთან ერთად მისი მითითებით მოხდა პირადი ჩხრეკა, თუმცა კითვაზე მის ურტკას ქონდა თუ არა შიდა ჯიბე, განმარტა, რომ არ იცის და შეიძლება ქონოდა. ყურადსაღებია გარემოება, რომ როდესაც პოლიციელს აქვს ინფორმაცია ნარკოტიკული საშუალებების შეძენა - შენახვაზე უნდა მოხდეს მისი პირადი ჩხრეკა სრული მოცულობით, თუმცა მოცემულ შემთხვევაში გაჩხრეკილ იქნა მხოლოდ კურტკის მარცხენა და მარჯვენა ჯიბე და შარვლის ჯიბეები, რაც მიუთითებს, რომ პოლიციელების ინტერესი არ იყო რაიმე უკანონო საგნის აღმოჩენა, არამედ საკმარისი აღმოჩნდა, რომ გარე ჯიბეებიდან მომხდარიყო ნივთების ამოღება, რაც ბადებს ეჭვს საგამოძიებო მოქმედება პირადი ჩხრეკა არ ჩატარებულა რაიმე ნივთის აღმოსაჩენად, არამედ ჭირდებოდათ ფორმალურად", - ამბობს ნინო ლომინაძე.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG