Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

8 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (27/08/2025)

13:22 27.8.2025

ავსაჯანიშვილი ამბობს, რომ მისი დასკვნითი სიტყვა არ იქნება კლასიკური დასკვნითი სიტყვა, რადგან მას სურს თავისი დასკვნითი სიტყვა უთხრას ნიკოლოზ ჯავახიშვილს, რომელიც მოინახულა გუშინ ციხეში მძიმე ემოციურ მდგომარეობაში და სურს აუხსნას, რატომ წვალობს ამდენს და რატომ დადის პროცესებზე, რადგან მან კითხა, „რა აზრი აქვს საერთოდ".

„ბატონო ნიკოლოზ", - მიმართვით იწყებს ადვოკატი. ის ამბობ, რომ ესმის მისი ემოციები, რომ ჰქონია გაამტყუნებენ, რადგან ადვოკატიც თავად ასე ფიქრობს. ის აცხადებს, რომ ახლა მას განუმარტავს იმ მტკიცებულებებს, რომელიც ამტკიცებს, რომ ის უდანაშაულოა.

13:20 27.8.2025

დასკვნით სიტყვას ამბობს, ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატი, გუჯა ავსაჯანიშვილი.

13:18 27.8.2025

ბრალდებული ნიკოლოზ ჯავახიშვილი ისევ ცალკე ზის, მის გვერდითაა, ვასილ კაძელაშვილიც. წინა სხდომაზე ჯავახიშვილსა და ირაკლი მიმინოშვილს შორის გაუგებრობა იყო [დეტალები ვერ გავარკვიეტ] ბადრაგებმა ისინი უსაფრთხოების მოტივების გამო ერთმანეთს დააშორეს და დარბაზის სხვადასხვა მხარეს გაანაწილეს.

13:15 27.8.2025

ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 8 დემონსტრანტის სასამართლო სხდომა დაიწყო. დარბაზი სავსეა. პოეტ ზვიად რატიანის სხდომაზე მყოფი დამსწრეების ნაწილი ახლა ამ საქმეზე გადმოვიდა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG