მოსამართლე, თამარ მჭედლიშვილი სათათბიროდ გავიდა. მან თქვა, რომ გადაწყვეტილებას „სავარაუდოდ, ორ სექტემბერს 12:00-ზე გამოაცხადებს".
სხდომა ამით დასრულდა.
საბოლოო სიტყვების ეტაპი დასრულდა.
„მეგობრებო ნუ ტირიხართ", - ისმის ნიკოლოზ ჯავახიშვილის ხმა.
ირაკლი მიმინოშვილის საბოლოო სიტყვა:
„თავს დამნაშავედ არ ვცნობ და ვერ გავიგე აქ რისთვის ვარ, მადლობა, რომ ეს ადამიანები გავიცანი, კამერაში - ანდრო ჭიჭინაძე, დავით ხომერიკი, უჩა აბაშიძე...
მადლობა ოჯახის წევრებს, ხალხსაც, დიდ ძალას მმატებს ტელევიზორს რომ ჩავრთავ და ჩემს ბანერს ვხედავ ცხრა თვის მერე..
ბევრი დანებდა, მაგრამ ვინც იქ დგახართ და ჩემი სახელით აგრძელებს ბრძოლას, მადლობა".
ვასილ კაძელაშვილის საბოლოო სიტყვა
ვასილ კაძელაშვილიც საბოლოო სიტყვას მადლიერების გამოხატვით იწყებს, მათ შორის მადლობას უხდის მოსამართლე, თამარ მჭედლიშვილს.
„მადლობა ამ საოცარ ადამიანებს, იურისტებს, ადვოკატებს, რომ ასე თავგანწირვით იბრძვით, სიმართლისთვის, ფასეულობებისთვის, რითაც გაიზარდეთ და დილით, რცა ადგებით, სამსახურში მიდიხართ, სარკეში ჩაიხედავთ და თქვენი თავის არ გრცვენიათ... ამოღებული ხმალი ხართ ჩვენთვის".
„თავისუფლება უბრალო სიტყვები არ არის, იმ თავისუფლებას გაუმარჯოს, რომლისთვისაც იბრძვით"
„მეცინება მედავენიან ჯგუფურობას, ცხოვრებამ მომიტანა, მშობლები ადრეულ ასაკში დავკარგე, მაგრამ გავაგრძელე ცხოვრება, 18 წელი დინამო თბილისში წყალბურთელთა ნაკრებში ვითამაშე და ბევრი წარმატება მოვუტანე ქვეყანას"
„ვერასდროს ვიტანდი ძალადობას და დღეს ჩემს გულში რომ ჩავიხედავ, ვზივარ ისეთ ბრალდება სმიყენებდნენ, თითქოს მე ვაორგანიზებდი ანგელოზებივით თაობას, მათ დასაორგანიზებელი არაფერი აქვთ, მივმართავ იმ ადამიანებს, რომლებსაც აიფონი ლაიქისთვის აქვთ, ესენი ცხოვრობენ იქ, სწავლობენ, ინფორმაციას ეცნობიან, პროპაგანდისტილ გვერდებზე კი არ უსმენენ , ოფიციალურ გვერდებზე კითხულობენ"
„კადრები რომ გავიდა ჩემზე იმედზე, ბევრმა მეგობარმა დამირეკა... მე ბევრი ქვეყანა მაქვს მოვლილი და შემეძლო კადრების გავრცელებისთანავე ავმდგარიყავი და წავსულიყავი, მაგრამ სიმართლესა და ტყუილს შორის, სიმართლე ვარჩიე და დავრჩი.. მეორე დღეს მირეკავს მეზობელი, რომელთანაც ახლო ურთიერთობა არ მაქვს, მოდიო.. მივდივარ, ტელეფონს მატოვინებს,, მაქვს შეგრძნება, რომ ვიღაცაა კიდევ ოთახში... ის მეუბნება, რა დამემართებოდა, თუ მათ დაწერილს არ ვიტყოდი ტელევიზიით, მე ეეს არ გავაკეთე, მე სიმართლის მხარეს ვარ და ამ ყველაფერში ჩემი ოჯახი დამეხმარა, ჩემს მეუღლეს, ჩემს შვილებს, ერთ-ერთი ჩემი შვილი ვერ მოდის რამდენიმე დღეა სამსახურიდან და ძალიან, ძალიან მაგრად მენატრება...
ეს ციხე არ არის, ეს არის წამება... 36 კვადრატში 6 კაცი რომაა, ჰაერი არ არის, ეს წამებაა... მე არ ვისაუბრებ, რა გავიარე ციხემდე...
ეს ახალგაზრდები ამას არ იმსახურებენ, ეს ადამიანები სიცოცხლით ცხოვრებით უნდა ტკბებოდნენ".
ფორუმი