ორი ადვოკატი: დავით ჭიკაიძე და გუჯა ავსაჯანიშვილი იტყვიან ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის საქმეზე დასკვნით სიტყვას და ამით დასრულდება დასკვნითი სიტყვების ეტაპი.
დაგეგმილია, რომ დღეს ბრალდებულების საბოლოო სიტყვებსაც მოუსმინონ. მოვლენების განვითარება იმ დროზეა დამოკიდებული, რასაც ადვოკატები და შემდეგ უკვე სამართალწარმოების პროცედურა წაიღებს.
ამ საქმეზე განაჩენი სავარაუდოდ, პირველ სექტემბერს გამოცხადდება, ან პირველ სექტემბერს გავიგებთ, როდის დანიშნავს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი განაჩენის გამოცხადების თარიღს.
ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 8 დემონსტრანტის სასამართლო სხდომა დაიწყო. დარბაზი სავსეა. პოეტ ზვიად რატიანის სხდომაზე მყოფი დამსწრეების ნაწილი ახლა ამ საქმეზე გადმოვიდა.
ბრალდებული ნიკოლოზ ჯავახიშვილი ისევ ცალკე ზის, მის გვერდითაა, ვასილ კაძელაშვილიც. წინა სხდომაზე ჯავახიშვილსა და ირაკლი მიმინოშვილს შორის გაუგებრობა იყო [დეტალები ვერ გავარკვიეტ] ბადრაგებმა ისინი უსაფრთხოების მოტივების გამო ერთმანეთს დააშორეს და დარბაზის სხვადასხვა მხარეს გაანაწილეს.
დასკვნით სიტყვას ამბობს, ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატი, გუჯა ავსაჯანიშვილი.
ფორუმი