Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

8 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (27/08/2025)

14:59 27.8.2025

14:58 - რეპლიკების ეტაპზე პროკურორებმა თქვეს, რომ „რეპლიკა არ აქვთ". სასამართლო საბოლოო სიტყვების ეტაპია. ეს არის ეტაპი, რომლის დასრულების შემდეგაც მოსამართლე სათათბიროდ უნდა გავიდეს.

15:18 27.8.2025

ნიკოლოზ ჯავახიშვილმა საბოლოო სიტყვა თქვა:

„მე 20 წლის სტუდენტი აფხაზეთიდან დევნილი თბილისში გაზრდილი, ნიკოლოზ ჯავახიშვილი ვარ, მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ადვოკატებს, მადლობა ჩვენს ოჯახის წევრებს...

რატომ ისროლა ჯავახიშვილმა ფეიერვერკი ჰაერში, რატომ გააკეთა ეს? ვფიქრობ, როცა გადაწვეტილების მისაღებად გახვალთ, ეს კითხვა თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება, ისროლა თუ არა პოლიციელების მიმართულებით, მიიღო თუ არა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა?

ამ კითხვაზე სწორი პასუხი არის არა - კი ვიდეოზე მე ვარ, მაგრამ ბატონო, ვაჟა და ვახტანგი, რასაც მედავება კატეგორიულად უარვყოფ. მოგიყვებით, როგორ განვითარდა 28 ნოემბერს მოვლენები, მე და მარიამი გზაში ვიყავით, ბათუმიდან მოვდიოდით როცა კობახიძის განცხადება იყო, ჩამოვედით და გავედით აქციაზე მშვიდობიანა, არავის დავსხმივარ თავს...

ღამის საათები იყო, როცა ჩემთან მოვიდა შენიღბული პირი და მითხრა ფეიერვერკი დამიჭირე ერთი წუთით, უარი ვუთხარი - პირველი ის, რომ უცნობი იყო შენიღბული, მეორე ის რომ ფითილზე მოკიდებული ჰქონდა ფეიერვერკს მან ძირს დააგდო და გაიქცა, დავუყვირე, რას აკეთებ მეთქი, შევაგინე და ხელში ავიღე ინსტიქტურად, რომ არავინ დაზიანებულიყო, როცა ავირე ხელში მაღლა ავღმართე და გასროლა ერთი იყო... გავიქეცი რამდენიმე მეტრით წინ, რადგან ხალხის სიმჭიდროვე იყო, ყველაფერი გავაკეთე იმისთვის , რომ არავინ დაზარალებულიყო. ჩემსა და პოლიციელებს შორის დაშორება იყო 600 მეტრი, ჩემი მოქმედებები საფრთხე არ იყო არც პოლლიციისთვის არც საზოგადოებისთვის.

სწორედ იმიტომ ავიღე ძირს დაგდებული, რომ ვინმე ან რამე არ დაზიანებულიყო, როგორ ვარ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე, როცა ერთმანეთსაც არ ვიცნობთ.

...ერთადერთი ადამიანი დამრჩა მარიამი, რომელზეც ვნერვიულობდი.. ბოდიში მარიამ, რომ ამდენი განერვიულე, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ შენს გვერდით ვიყო.

ვისწავლე სიყვარული და თავისუფლება, გარეთ ვერ ვაფასებდი სიაარულს, მაგრამ ციხეში 7 ნაბიჯს გავდივარ...ვისწავლე პატივისცემა ადამიანების.. მგონია, რომ ტანჯვა რომელსაც გავდივარ დროებითია და ვითმენ, შეიძლება სამართალი ურმით დადის და ამიტომ ველოდები, როდის მოვა...

ვისწავლე თავის კონტროლი, საახალწლოდ მე და მარიამს ბაკურიანი გვქონდა დაგეგმილი მაგრამ ოთხ კედელში შევხვდი. მინდოდა დაბადების დღეზე საზღვარგარეთ წავსულიყავი და ხელი მეთხოვა, მაგრამ ციხეში მოვაწერეთ ხელი...

ბევრჯერ მითხრეს, პროკურორებს ბატონოთი რატომ მიმართავო, მე ჩემი მეობა ჩემი პირადი აზრი და ინდივიდუალურობა მახასიათებს, მერე რა რომ ფეიერვერკის ჰაერში სროლის გამო
ოთხი წლით მიშვებენ ციხეში

არ შეიძლება სამყაროს უყურო ცალი თვალით, ორი თვალით უნდა უყურო,,,იყავი ადამიანი იყავი მოწყალე იყავი მშვიდი, აკეთე სიყვარული და სიკეთე... მივუტევოთ, ვაკეთოთ სიკეთე, ერთმანეთს დაველოდოთ და სიყვარულში გავატაროთ ცხოვრება... დავისახავ მიზანს და მივიყვან ბოლომდე, ასე ვიცხოვრებ. მე სანამ ციხეში ვარ, არავინ მკითხულობს, გავალ გარეთ და ყველა მომიკითხავს, არ არის ასე...

მიყვარხართ ყველა.

პ.ს. მაგრამ შენ უფრო მიყვარხარ მარიამ, ყველაფერს გავაკეთებ რომ შენთან ერთად ვიყო.



15:18 27.8.2025

გამოცხადდა 10-წუთიანი შესვენება.

15:24 27.8.2025

სხდომის განახლების შემდეგ საბოლოო სიტყვას ზვიად ცეცხლაძე ამბობს.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG