Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (29/08/2025)

ადვოკატების დასკვნითი სიტყვების ეტაპი გრძელდება ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული დემონსტრანტების საქმეზე, მოსალონდელია, რომ დღესვე იტყვიან საბოლოო სიტყვებს დაკავებულებიც განაჩენამდე რამდენიმე დღე რჩება, 11-ვეს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება

14:33 29.8.2025

სხდომა განახლდა. ბრალდებულები რვეულებით და ფურცლებით არიან მოსულები, როგორც ჩანს, მზად არიან წარმოთქვან საბოლოო სიტყვა.

13:47 29.8.2025

გამოცხადდა ნახევარსაათიანი შესვენება. სხდომა ისევ ადვოკატების დასკვნითი სიტყვებით განახლდება.

13:46 29.8.2025

ირმა ჭკადუა ვალერი თეთრაშვილის უდანაშაულოდ ცნობას მოითხოვს. მან დასკვნითი სიტყვა დაასრულა.

13:43 29.8.2025

სახანძრო განგაშის სიგნალი ჩაირთო [პერიოდულად ასე ხდება ხოლმე, მანდატურები ამბობენ, რომ არაფერი ხდება, მიზეზად ტექნიკურ გაუმართაობას ასახელებენენ]

„სირცხვილისგან იწვის", - რეპლიკა დარბაზიდან

„ცეცხლი ოლიგარქიას", - რეპლიკა ბრალდებულებისგან.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG