Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (29/08/2025)

ადვოკატების დასკვნითი სიტყვების ეტაპი გრძელდება ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული დემონსტრანტების საქმეზე, მოსალონდელია, რომ დღესვე იტყვიან საბოლოო სიტყვებს დაკავებულებიც განაჩენამდე რამდენიმე დღე რჩება, 11-ვეს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება

11:16 29.8.2025

11:09 - ვემზადებით სხდომათა დარბაზში შესასვლელად… სავარაუდოა, რომ დღევანდელი სხდომა ხანგრძლივი იქნება და ოჯახის წევრებისთვის განსაკუთრებით ემოციური - თუ მოესწრო, დღეს საბოლოო სიტყვებს ბრალდებულებიც იტყვიან.

11:16 29.8.2025

11:10 - დღევანდელი დღე უქმედაა გამოცხადებული, ამან ხელი არ შეუშალა მოსამართლე, ნინო გალუსტაშვილს დაგეგმილი სხდომა ჩაეტარებინა. მოსამართლე 9-თვიან ვადაში ჩატევას გეგმავს. დედლაინი - 4 სექტემბერია.

11:16 29.8.2025

11:12 - დღეს დასკვნით სიტყვებს იტყვიან:

- ონისე ცეცხლაძის ადვოკატები, ლაშა ცუცქირიძე და შოთა თუთბერიძე

- ჯანო არჩაიას და გური მირცხულავას ადვოკატი, ომარ ფურცელაძე

- ვალერი თეთრაშვილის ადვოკატი, ირმა ჭკადუა

- რევაზ კიკნაძის ადვოკატი, გუჯა ავსაჯანიშვილი.

11:28 29.8.2025

11:20 - დარბაზთან ათობით ადამიანია შეკრებილი, აღარც ჰაერია და აღარც ტევა. მას შემდეგ, რაც დაისვა კითხვა: რატომ არ გვიშვებენ, გაირკვა, რომ ადვოკატს, ირმა ჭკადუას აგვიანდება. სხდომის დრო არასწორად ჰქონდა მონიშნული.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG