Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (29/08/2025)

ადვოკატების დასკვნითი სიტყვების ეტაპი გრძელდება ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული დემონსტრანტების საქმეზე, მოსალონდელია, რომ დღესვე იტყვიან საბოლოო სიტყვებს დაკავებულებიც განაჩენამდე რამდენიმე დღე რჩება, 11-ვეს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება

17:57 29.8.2025

17:52 - დღევანდელი სხდომა დასრულდა.

მორიგი პროცესი 3 სექტემბერს 13:00-ზე გაიმართება. საბოლოო სიტყვას წარმოთქვამენ სხვა ბრალდებულებიც. ადვოკატები ვარაუდობენ, რომ გადაწყვეტილებაც იმავე დღეს იქნება, რადგან მოსამართლეს 9-თვიანი ვადა ეწურება.

17:57 29.8.2025

17:49 - საბოლოო სიტყვას ამბობს ონისე ცხადაძე, აცხადებს, რომ ეთანხმება კიკნაძეს და მხოლოდ მოკლედ დაამატებს:

„ეს რაც აქ ხდება, რაც ხდებოდა არ ეხება მხოლოდ ამ 11 პირს, ადამიანს, ეს არის ფაქტი, როცა შეეხნენ ოჯახებს, ამ ოჯახების უკან დგანანა კიდევ ოჯახები.... მინდა დღეიდან სანამ მიხვალთ იქამდე გადაწყვეტილება გამოაცხადოთ იფიქრეთ მუდმივად ამაზე".

17:51 29.8.2025

„რამდენიმე დღეში შეიძლება მომისაჯონ... მე მოსჯაზე მეტად ის მეწყინა გარეთ თუ ბევრი ხალხი არ გამოვა, 100 ათასი და მეტი...ტყუილად დაჭერილთა საქმეები მთავრდება, თუ ესეც გაუტარეთ, მეტს იკადრებენ, ერთი დღეც არ ვიმსახურებთ აქ ყოფნას, გამიკვირდა მზიას განაჩენის შემდეგ მთელი ქვეყანა გარეთ რატომ არ გამოვიდა, რა ორი წელი ეკუთვნის? სულ რომ გამომიშვან კმაყოფილი არ ვიქნები, ჯალათებს მადლობას არ უხდიან".

„უკვე იმდენი ცოდვა დაგიგროვდათ, თქვენი საქმე წასულია, ჯოჯოხეთშია თქვენი ადგილი", - მოსამართლეს მიმართავს რეზო კიკნაძე.

რევაზ კიკნაძე ამბობს, რომ მისი საყვარელი მულტფილმი იყო რობოტა და რობოტუნები, მაგრამ შეძულდა რადგან აქ მოსვლისას ყოველ ჯერზე ხვდებოდნენ რობოტა და რობოტუნები[ხელს იშვერს პროკურორებისკენ]

[მოსამართლე აჩერებს, აშკარა უპატივცემულობაა სასამართლოსიო]

„დამეწრმუნეთ თქვენ სიმშვიდე არ გიწერიათ, შეგაკვდებით...[საუბრობს სამეფო კარის თამაშებთან დაკავშირებული სიმბოლური ტერმინოლოგიით]

[ისევ აჩერებს მოსამართლე - დაასრულეთო]

„ნეტა მართლა ის მონსტრი ვიყო, რა ტყუილსაც მაბრალებთ", - ამ სიტყვებით დაასრულა რევაზ კიკნაძემ.

17:50 29.8.2025

„სული ჩემი ღმერთს ეკუთვნის, სული - სამშობლოს საქართველოს, ლეში თქვენ დაგრჩეთ საჯიჯგნად, ჯალათებო", - ამბობს კიკნაძე.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG