ადვოკატი ამბობს, რომ ვიდეოში, რომელიც პროკურატურამ წარმოადგინა, საერთოდ არ ჩანს პოლიცია და ისინი ვალერი თეთრაშვილიდან 50-100 მეტრშიც კი არ იდგნენ, არამედ უფრო შორს.
„კამერა მიჰყვება ვალერი თეთრაშვილის გასროლილ ნივთს... ჩანს სად ვარდება ის და რომ მას არავი დაუზიანებია, ახლა ბრალდება იტყვის, რომ ვალერი თეთრაშვილს ვინმეს დაზიანებას ედავებიან. აქ მოვიდნენ დაზარალებული პოლიციელები, რომლებსაც აქვთ კონკრეტული დაზიანება, კონკრეტული პირის მხრიდან მიყენებული და ბრალდებულებს შორის ასეთი არავინ არის
რა უნდა ბრალდებას? - ბრალდების მხარეს უნდა განტევების ვაცი, რომ ამ ადამიანებმა დააზიანეს პოლიციელები. მოდიოდნენ აქ პოლიციელები ამბობდნენ, რომ დაზიანება მიიღეს და ასევე საზოგადოებას ესმოდა, რომ ამ ბრალდებულებს მათთვის დაზიანება არ მიუყენებიათ... ეს რომ გამოჩნდა, ამის შემდეგ, ბოლოსკენ, რამდენიმე პოლიციელმა თქვა, რომ მართალია მათ არ მიუყენებიათ დაზიანება, მაგრამ ჩვენს თანამშრომლებს ხომ მიაყენესო? დაზარალებულები დასჭირდათ საქმისთვის, თავს მოგვახვიეს, დღეს თქვენ ხართ ვალდებული დაზარალებული პოლიციელები თქვენი განაჩენით უპასუხოთ, რომ ჩვენი დაცვის მყოფების მხრიდან არც ერთი პოლიციელი დაზაზარალებულა".
ირმა ჭკადუას თქმით, პროტესტს არა მხოლოდ საქართველოში არამედ ზოგადად თან ახლავს ექსესები მისი ხასიათის გათვალისწინებით, მაგრამ ამ შემთხვევაში საუბარია ორგანიზებულობაზე.
„ეს ადამიანები, რომლებიც საერთოდ არ იცნოდბდნენ ერთმანეთს, კოლექტიურად გვეუბნება იმას, რომ იყვნენ ორგანიზებული ჯგუფი და ჩაიდინეს რაღაც დანაშაული.. ბრალდების მხარეს აქვს პასუხისმგებლობა, რადგან ის წარმოადგენს სახელმწიფოს და სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას უდანაშაულო ადამიანის ბრალდება"., - აცხადებს ჭკადუა.
ირმა ჭკადუაც აცხადებს, რომ ბრალდებულების პატიმრობაში დატოვებს საფუძველი მოსამართლეს არც ერთ ეტაპზე ჰქონდა, თუმცა ამ შემთხვევაში „წინასწარი პატიმრობა სადამსჯელო ღონისძიებას დაემსგავსა".
ირმა ჭკადუას მიაჩნია, რომ საქმის გადაკვალიფიცირების შესაძლებლობა არ არსებობს.
ფორუმი