სასამართლო ბრალდებულების საბოლოო სიტყვის ეტაპზე გადავიდა. მორიგი სხდომა 12 სექტემბერს 12 საათზე ჩაინიშნა.
13:22 - რეპლიკის უფლებით სარგებლობს დაცვის მხარე. შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ თუ მტკიცებულება არ არის შსს-ზ ბაზაში ბრალდებულების ძებნის ამსახველ დოკუმენტს მაშინ რატო დევს საქმეში მტკიცებულებებთან ერთად. ის ფიქრობს, რომ „პროკურორი დაიბნა".
შოთა თუთბერიძე აგრძელებს ბინის ჩხრეკის ვიდეოზე საუბარს, მიაქვს პლანშეტი მოსამართლესთან და აჩვენებს კადრებს. შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ ამ კადრებში ჩანს. ყველა პოლიციელი, ვინც საქმეშია და კიდევ ერთი პირი, რომლის ვინაობაც არავინ იცის.
„ნახეთ ყველა აქაა და კარი თავისით იღება, თავადაც ეცინებათ", - ამბობს ადვოკატი დ ამატებს: ვიდეოს მიზანია, რომ ბინაში ვიღაცამ რაღაცა არ ჩადოს, ოღონდ მე თუ ჯერ ბინაში მივედი და მერე გადავიღე ვიდეო, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს...".
პროკურორის თქმით, დაცვის მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ თარჯიმნების სანდოობაში სასამართლომ ეჭვი შეიტანოს, მხოლოდ „ნაცნობობა საკმარისი საფუძველი არ არის".
პროკურორის თქმით, საცხოვრებელი სახლის კარი გააღო თავად სახლის მფლობელმა და არავის ჰქონდა ინტერესი და მოტივაცია, რომ ბრალდებულებისთვის ნარკოტიკი ჩაედოთ.
ფორუმი