ადვოკატი ამბობს:
„ანაიდა საფარიანმა აღიარა რომ არ არის სერტიფიცირებული თარჯიმანი"
„ანაიდა საფარიანმა დაადასტურა რომ 4 ცალი შეკვრა არტემ გრიბულს ამოუღეს მის ჯიბიდან ზუსტად რომელი ჯიბიდან ამოუღეს არ დაუნახავს"
„შორენა ტაბატაძის ხმაში იგრძნობა ღელვა, ხმა უკანკალებს, მისი ჩვენება ჰგავს დაზუთხული გაკვეთილის ჩაბარებას".
გამომძიებლებთან შეხვედრას ასე იხსენებს შორენა ტაბატაძე:
„სასამართლოში რაღაც საქმე მქონდა აქ ვიყავი, ანაიდა საფარიანსაც რარაც საქმე ჰქონდა, ნუ პროცესები არ ჩატარდა და გარეთ ვიდექით ამ დროს გამოიარა ბაქარმა გვკითხა სად მიდიხართ ჩვენ ვუთხარით სახლში ჩვენო წაგიყვანთო შემოგვთავაზეს და კიბატონო. დავსხედით და რახანც იყო ბარბარობა მოდიო გავჩერდეთ და ლობიანები შევჭამოთ. გავჩერდით. ამ დროს შსემოვიდა ზარი ბაქართვან, რავიცი ემილთან მემგონნი. ჩვენც დაგვირეკა სალომემ დაახლოებით ასე 5 საათი იქნებოდა ღამე არ იყო დამირეკეს და მითხრეს რომ ბაქარ ლებანიძეს სჭირდება თარჯიმანი".
ადვოკატი აგრძელებს თარჯიმნის ჩვენებებიდან მისთვის მნიშვნელოვანი მონაკვეთების მოხმობას:
„ეს გოგონა[ანასტასია] გამოირჩეოდა აგრესიულობით ამბობს შორენა ტაბატაძე და მშვიდად წყნარად ჩასვეს მანქანაში. რა ნივთები ამოუღეს არ ახსოვს, რა ფული ამოუღეს არ ახსოვს, თუმცა ახსოვს რომ 3 ცალი რაღაც შეკვრები ამოუღეს ანასტასიას ჩანთიდან."
„შორენა ტაბატაძემ იცრუა იმასთან დაკავშირებით რომ გამოკითვისას მას განემარტა უფლებები და გაფრთხილებული იყო სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე. ვინაიდან ოქმში არ არის მისი ხელმოწერა."
„დაკითხვიდან გამომდინარე შორენა ტაბატაძე და ანაიდა საფარიანი არ იცნობდნენ პატაკის შინაარსს, მაგრამ მათ გამოკითხვის ოქმებში სიტყვა სიტყვით არის გადმოტანილი ის რაც წერია პატაკში."
„შორენა ტაბატაძემ დაადასტურა რომ 2020 წლიდან დასაქმებულია თარჯიმნად და ფაქტობრივად ყოველდღიურად უწევს მსგავს საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა"
„ბუნდოვანი რჩება ის გარემოება კონკრეტულად სად იჯდა შორენა ტაბატაძე მანქანაში სადაც ანასტასია ზინოვკინას უტარებდნენ პირად ჩხრეკას".
12:08 - რა უპასუხა გამომძიებელმა ემილ კუპრავამ კითხვას, რატომ ვერ მოიპოვეს ნეიტრალური მტკიცებულება?
ადვოკატი დარია სამოდუროვა ამბობს:
„2 გამომძიებელი 2 თარჯიმანი და 2 დეტექტივი აცხადებენ რომ ბრალდებულები უწევდნენ წინაამღდეგობას, თუმცა ვერც ერთმა ვერ განმარტა რაში გამოიხატებოდა წინაამღდეგობის გაწევა. მოწმეების ჩვენებიდან გამომდინარე ბრალდებულებს არანირი წინაამღდეგობა არ გაუწევიათ. თუ წევდნენ ისეთ წინაამღდეგობას რომ შეუძლებელი იყო ვიდეოგადაღება გადაეღოთ მცირე ხნიანი ვიდეო სასამართლოსთვის რომ დაედასტურებინათ ვიდეოგადაღების შეუძლებლობა. თუმცა აქ სხვა მიზეზია".
რა მიზეზი? - ადვოკატი მოიხმობს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას და ამბობს: „როდესაც აშკარაა, რომ პოლიციელს შეეძლო მოეპოვებინა ჩხრეკის სანდოობის გამამყარებელი მტკიცებულება და მან ეს არ გააკეთა, მისი ქმედებებისადმი ნდობის ხარისხი მნიშვნელოვნად იკლებს”.
ფორუმი