12:17 - შემოიყვანეს ბრალდებულები. „გამარჯობა ქალბატონო თამარ", - ესალმება მოსამართლეს ნიკოლოზ ჯავახიშვილი.
12:16 - თამარ მჭედლიშვილი სხდომათა დარბაზშია
11:51 - დღევანდელ სასამართლოზე ჯგუფური ძალადობის ორივე საქმის ადვოკატები მოვიდნენ. ეს მათი მხრიდან გამოხატული სოლიდარობის აქტია.
ჯგუფური ძალადობის იმ საქმეზე, სადაც 11 დემონსტრანტია ბრალდებული, განაჩენი ხვალ გამოცხადდება. თუმცა დღევანდელი განაჩენი ერთგვარი წინასწარმეტყველება იქნება ხვალის- ასე ფიქრობენ ადვოკატები.
12:13 - სხდომათა დარბაზშია ინსაფ ალიევის პატარა შვილი, ორივე ხელში მანქანები უჭირავს და სასამართლოს მოაჯირებზე ათამაშებს...
ფორუმი