Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

8 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (02/09/2025)

12:00-ზე სათათბიროდან დაბრუნებული მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი ჯგუფური ძალადობის საქმეზე, სადაც 8 დემონსტრანტია ბრალდებული, განაჩენს გამოაცხადებს.

12:44 2.9.2025

12:42 - დამსწრე აუდიტორია მშვიდად ისმენს განაჩენს. სხდომა დასრულდა.

„არ ინერვიულოთ", - ისმის დარბაზში.

მშობლები აცილებენ ბრალდებულებს. „არ გადაიღოთ", - ისმის მანდატურების ხმა.

„წლის ბოლომდე გამოხვალთ", - ხმები აუდიტორიიდან.

12:43 2.9.2025

12:40 - მონაწილეობაში ბრალდებულებიი:

„ინსაფ ალიევი - გადაკვალიფიცირდეს 226 მუხლზე ცნობილი იქნეს დამნაშავედ და განესაზღვროს პატიმრობა 2 წლის ვადით".

„თორნიკე გოშაძე - გადაკვალიფიცირდეს 226 მუხლზე, ცნობილი იქნეს დამნაშავედ და განესაზღვროს პატიმრობა 2 წლის ვადით".

„გიორგი გორგაძე - გადაკვალიფიცირდეს 226 მუხლზე, ცნობილი იქნეს დამნაშავედ და განესაზღვროს პატიმრობა 2 წლის ვადით".

„ჯავახიშვილი ნიკოლოზი - გადაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის 226 მუხლზე, ცნობილი იქნეს დამნაშავედ და განესაზღვროს პატიმრობა 2 წლის ვადით".

„მიმინოშვილი ირაკლი - გადაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის 226 მუხლზე, ცნობილი იქნეს დამნაშავედ და განესაზღვროს პატიმრობა 2 წლის ვადით".

12:42 2.9.2025

12:38 - ორგანიზებაში ბრალდებულების განაჩენი:

„ზვიად ცეცხლაძის ბრალდება გადაკვალიფიცირდეს სს კოდექსი 226 მუხლზე, ცნობილი იქნეს დამნაშავედ და განესაზღვროს პატიმრობა 2 წლითა და 6 თვის ვადით"

„ვასილ კაძელაშვილის ბრალდება გადაკვალიფიცირდეს სს კოდექსი 226 მუხლზე, ცნობილი იქნეს დამნაშავედ და განესაზღვროს პატიმრობა 2 წლითა და 6 თვის ვადით"

„ვეფხია კასრაძის ბრალდება გადაკვალიფიცირდეს სს კოდექსი 226 მუხლზე, ცნობილი იქნეს დამნაშავედ და განესაზღვროს პატიმრობა 2 წლითა და 6 თვის ვადით"

12:40 2.9.2025

12:38 - სარეზოლუციო ნაწილი, „ახლავე დატოვეთ თუ მშვიდად ვერ მოუსმენთ, თორემ შევწყვეტ გამოცხადებას".

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG