Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

8 დემონსტრანტის საქმე - ლაივბლოგი (02/09/2025)

12:00-ზე სათათბიროდან დაბრუნებული მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი ჯგუფური ძალადობის საქმეზე, სადაც 8 დემონსტრანტია ბრალდებული, განაჩენს გამოაცხადებს.

12:10 2.9.2025

12:08 - სასამართლოს ეზოში ხალხის რაოდენობამ იმატა.

12:14 2.9.2025

12:12 - სხდომის დაწყება იგვიანებს, ყველა მოსამართლე, თამარ მჭედლიშვილს ელის.

12:15 2.9.2025

12:13 - სხდომათა დარბაზშია ინსაფ ალიევის პატარა შვილი, ორივე ხელში მანქანები უჭირავს და სასამართლოს მოაჯირებზე ათამაშებს...

12:16 2.9.2025

11:51 - დღევანდელ სასამართლოზე ჯგუფური ძალადობის ორივე საქმის ადვოკატები მოვიდნენ. ეს მათი მხრიდან გამოხატული სოლიდარობის აქტია.

ჯგუფური ძალადობის იმ საქმეზე, სადაც 11 დემონსტრანტია ბრალდებული, განაჩენი ხვალ გამოცხადდება. თუმცა დღევანდელი განაჩენი ერთგვარი წინასწარმეტყველება იქნება ხვალის- ასე ფიქრობენ ადვოკატები.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG