თამარ მჭედლიშვილი ზვიად ცეცხლაძის სახლის ჩხრეკაზე გადავიდა, რომელსაც ადვოკატი ვერ დაესწრო.
„დაკავებას ესწრებოდა ადვოკატი, თუმცა დაკავების ოქმზე მას არ ჰქონდა შენიშვნა, რომ რამეში შეეზღუდა ხელი".
„ბატონმა შოთამ დააყენა საკითხი, რომ დარღვეული იყო სასამართლოსგან უფლება კიტხვის განრიდებასთან დაკავშირებით", - ამბობს მოსამართლე და აზუსტებს რაზეა საუბარი. ერთ-ერთ სხდომაზე ადვოკატმა იკითხა, ვინ არის სანდო კონტაქტი, ეს კითხვა მოსამართლემ განარიდა მას შემდეგ, რაც პროკურატურამ საიდუმლო დოკუმენტზე მიუთითა, მათივე თქმით, დოკუმენტი არსადაა ატვირთული, მოსამართლე მათ დაეთანხმა.
მჭედლიშვილი ასაბუთებს, რატომ არ დაურღვევია არანაირი უფლება და მოიხმობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
12:35 - აგრძელებს დასაბუთებას მოსამართლე, თამარ მჭედლიშვილი 225 მუხლის პირველ და მეორე ნაწილზე საუბარს, თუ რას ნიშნავს ეს მუხლები და რა შემთხვევაში მტკიცდება, რომ ამ მუხლითაა ჩადენილი დანაშაული. ის აცხადებს, რომ კომპონენტები სჭირდება.
მოსამართლე კითხულობს წინადადებას სტრასბურგისა და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკიდან, თუ კვალიფიკაცია არასწორია, მოსამართლე ვალდებულია შეცვალოს ის.
12:38 - სარეზოლუციო ნაწილი, „ახლავე დატოვეთ თუ მშვიდად ვერ მოუსმენთ, თორემ შევწყვეტ გამოცხადებას".
12:38 - ორგანიზებაში ბრალდებულების განაჩენი:
„ზვიად ცეცხლაძის ბრალდება გადაკვალიფიცირდეს სს კოდექსი 226 მუხლზე, ცნობილი იქნეს დამნაშავედ და განესაზღვროს პატიმრობა 2 წლითა და 6 თვის ვადით"
„ვასილ კაძელაშვილის ბრალდება გადაკვალიფიცირდეს სს კოდექსი 226 მუხლზე, ცნობილი იქნეს დამნაშავედ და განესაზღვროს პატიმრობა 2 წლითა და 6 თვის ვადით"
„ვეფხია კასრაძის ბრალდება გადაკვალიფიცირდეს სს კოდექსი 226 მუხლზე, ცნობილი იქნეს დამნაშავედ და განესაზღვროს პატიმრობა 2 წლითა და 6 თვის ვადით"
ფორუმი