Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეგი დიასამიძის სასამართლო - ლაივბლოგი (12/09/2025)

კახა კალაძის საარჩევნო პლაკატის დაზიანებისთვის დაკავებული მეგი დიასამიძისთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვენ - ეს სასამართლოს სხდომის დაწყებამდე გახდა ცნობილი. 23 წლის, ახალგაზრდა ქალის ბრალი სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით წაუყენეს - მას ჯარიმა, შინაპატიმრობა ან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

16:26 12.9.2025

16:25 - მეგი დიასამიძე გათავისუფლებდა 2000-ლარიანი (არასაპატიმრო) გირაოთი. ის დარბაზიდან გაათავისუფლეს.

გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ ადგილზე თათბირით გამოაცხადა.

16:25 12.9.2025

16:24 - შემდეგი სხდომა 28 ოქტომბერს 14:00 საათზე გაიმართება

16:16 12.9.2025

16:14 - რეპლიკას ამბობს შოთა თუთბერიძე. მისი თქმით, მეგი დიასამიძეს ბრალი წაუყენეს პლაკატზე შავი წარწერის გაკეთებისთვის - თუმცა, ფოტოები, რომელიც საქმში დევს, შავი წარწერა მხოლოდ ერთ ბანერზეა.

15:47 12.9.2025

15:46 - ფოიეშეი ისევ ხმაური ისმის. სავარუაოდ, მანდატურის სამსახურმა ერთი ადამიანი გააძევა შენობიდან.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG