Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეგი დიასამიძის სასამართლო - ლაივბლოგი (12/09/2025)

კახა კალაძის საარჩევნო პლაკატის დაზიანებისთვის დაკავებული მეგი დიასამიძისთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვენ - ეს სასამართლოს სხდომის დაწყებამდე გახდა ცნობილი. 23 წლის, ახალგაზრდა ქალის ბრალი სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით წაუყენეს - მას ჯარიმა, შინაპატიმრობა ან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

14:39 12.9.2025

14:36 - მოსამართლე კურტანიძე ხმადაბლა საუბრობს. მისი ნათქვამის ნაწილი გაურკვეველი რჩება.

14:36 12.9.2025

14:35 - დარბაზში შემოვიდა მოსამართლე დავით კურტანიძე. სხდომის მდივანმა მოითხოვა დამსწრეები ფეხზე ამდგარიყვნენ.

მოსამართლის შემოსვლა ნიშნავს, რომ სხდომა იწყება.

14:35 12.9.2025

14:32 - სხდომის დაწყებამდე მედიასთან ისაუბრა საქმის პროკურორმა ნინო ჟვანიამ. მისი თქმით, მეგი დიასამიძეს ედავებიან ორი ბანერის დაზიანებას. თითოეულის ღირებულება 190 ლარია.

პროკურორის თქმით, შავი საღებავით წარწერების გაკეთების შემდეგ საარჩევნო პლაკატები უვარგისი გახდა.

მან არ უპასუხა რადიო თავისუფლების კითხვას, კონკრეტულად რა ნაწილში გააკეთეს წარწერები, ფარავდა თუ არა ის საარჩევნო სიმბოლიკას (პარტიის სახელს, პოლიტიკოსის სახეს ან საარჩევნო ნომერს) და რატომ არ იყო მისი აღდგენა შესაძლებელი?

14:30 12.9.2025

14:29 - აღკვეთის ღონისძების საკითხი მოსამართლე დავით კურტანიძემ უნდა განიხილოს. მისი სახელითა და გვარით აბრა უკვე მიმაგრებულია მოსამართლის ტრიბუნაზე, თუმცა ის დარბაზში შემოსვლას აგვიანებს.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG