Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეგი დიასამიძის სასამართლო - ლაივბლოგი (12/09/2025)

კახა კალაძის საარჩევნო პლაკატის დაზიანებისთვის დაკავებული მეგი დიასამიძისთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვენ - ეს სასამართლოს სხდომის დაწყებამდე გახდა ცნობილი. 23 წლის, ახალგაზრდა ქალის ბრალი სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით წაუყენეს - მას ჯარიმა, შინაპატიმრობა ან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

14:28 12.9.2025

14:25 - დარბაზში შეუშვეს ოჯახის წევრები, ჟურნალისტები და სხვა დამსწრეები.

14:29 12.9.2025

14:26 - სხდომაზე შეიყვანეს მეგი დიასამიძე. მან კოცნა გაუგზავნა ახლობლებს. დარბაზში გაისმა ტაშის ხმაც.

14:30 12.9.2025

14:29 - აღკვეთის ღონისძების საკითხი მოსამართლე დავით კურტანიძემ უნდა განიხილოს. მისი სახელითა და გვარით აბრა უკვე მიმაგრებულია მოსამართლის ტრიბუნაზე, თუმცა ის დარბაზში შემოსვლას აგვიანებს.

14:35 12.9.2025

14:32 - სხდომის დაწყებამდე მედიასთან ისაუბრა საქმის პროკურორმა ნინო ჟვანიამ. მისი თქმით, მეგი დიასამიძეს ედავებიან ორი ბანერის დაზიანებას. თითოეულის ღირებულება 190 ლარია.

პროკურორის თქმით, შავი საღებავით წარწერების გაკეთების შემდეგ საარჩევნო პლაკატები უვარგისი გახდა.

მან არ უპასუხა რადიო თავისუფლების კითხვას, კონკრეტულად რა ნაწილში გააკეთეს წარწერები, ფარავდა თუ არა ის საარჩევნო სიმბოლიკას (პარტიის სახელს, პოლიტიკოსის სახეს ან საარჩევნო ნომერს) და რატომ არ იყო მისი აღდგენა შესაძლებელი?

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG