Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეგი დიასამიძის სასამართლო - ლაივბლოგი (12/09/2025)

კახა კალაძის საარჩევნო პლაკატის დაზიანებისთვის დაკავებული მეგი დიასამიძისთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვენ - ეს სასამართლოს სხდომის დაწყებამდე გახდა ცნობილი. 23 წლის, ახალგაზრდა ქალის ბრალი სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით წაუყენეს - მას ჯარიმა, შინაპატიმრობა ან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

15:30 12.9.2025

13:29 - სხდომათა დარბაზში ფოიედან ხმაური შემოდის. ისმის ხმა: „მოკიდე ხელი და გაიყვანე“.

15:45 12.9.2025

15:43 - შოთა თუთბერიძე „მაკულატურას“ უწოდებს პროკურატურის მტკიცებულებებს და ამბობს, რომ საქმეში დევს „ქართული ოცნების“ 193 ფოტო ჩადო, დანარჩენი კი „სამარცხვინო პოლიციელების“ ჩვენები, რომელშიც წერია, რომ „კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ის მეგი დიასამიძე იყო“.

„მე მინდა პრკურორი ანი ხუბეჯაშვილი შეამოწმოთ. ის აღწერილობა, რაც მეგი დიასამიძეზე წერია საქმეში, სრულად ემთხვევა მას“, - ამბობს შოთა თუთბერიძე.

„მე დიდი ხანია პოლიტიკურ საქმეებზე ვმუშაობ და ასეთი დაბალი სტანდარტი 90-იანების პოლიციას „შეშურდება“... ლევან მაჭავარიანი, რომელიც არის „სეტანტა სპორტის“ მფლობელი, ფლობს ქონებას და არის მილიონერი, გააფორმეს 112-ის ინფორმატორად და წუწუნებს, რომ „ძვირადღირებული ბანერები“ დააზიანეს [ჯამში საუბარია 380 ლარის ზიანზე]“, - ამბობს შოთა თუთბერიძე.

„ამ პროკურორებისთვის სულ ერთია მეგი დიასამიძე მიიმალება თუ არა. მათ არ გამოუკვლევიათ, მას აქვს თუ არა ამის შესაძლებლობა... ადამიანი მიდიოდა დაქირავებული სახლიდან მშობლებთან სანახავად. ამის გარდა, არაფერი მტკიცებულება არ მოგვისმენია“, - თქვა ადვოკატმა.

16:02 - შოთა თუთბერიძემ თქვა, რომ მეგი დიასამიძე არის თვითდასაქმებული. რეპეტიტორობით მიღებული შემოსავლით ირჩენს თავს და არჩენს ოჯახს.

მან დაასრულა თავისი სიტყვა ასე: „ეს არის ერთგვარი მახე იმისთვის, რომ გამოყენებული იყოს პატიმრობა“.

15:47 12.9.2025

15:46 - ფოიეშეი ისევ ხმაური ისმის. სავარუაოდ, მანდატურის სამსახურმა ერთი ადამიანი გააძევა შენობიდან.

16:16 12.9.2025

16:14 - რეპლიკას ამბობს შოთა თუთბერიძე. მისი თქმით, მეგი დიასამიძეს ბრალი წაუყენეს პლაკატზე შავი წარწერის გაკეთებისთვის - თუმცა, ფოტოები, რომელიც საქმში დევს, შავი წარწერა მხოლოდ ერთ ბანერზეა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG