Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზვიად რატიანის საქმის დასკვნითი ეტაპი - ლაივბლოგი (16/09/2025)

თბილისის საქალაქო სასამართლოში დასკვნით ეტაპზე გადავიდა ცნობილი ქართველი პოეტისა და მთარგმნელის, ზვიად რატიანის სასამართლო პროცესი. პროკურატურა აცხადებს, რომ ზვიად რატიანმა „ხელი გაარტყა დიდუბე-ჩუღურეთის სახაზო საპატრულო სამმართველოს უფროსს, თეიმურაზ მეშველაშვილს“.

14:56 16.9.2025

14:54 - დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს 2 ოქტომბერს, 17 საათზე. სხდომა დასრულდა. "ზვიად, გვიყვარხარ, დროებით", - ისმის დარბაზიდან შეძახილები. ზვიად რატიანი ბადრაგებმა დარბაზიდან მდუმარედ გაიყვანეს.

14:54 16.9.2025

14:50 - "აღნიშნული მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ბრალდებული რატიანი ნამდვილად თავს დაესხა პოლიციელს და ის დადასტურდა, რომ პოლიციელს არავითარი შემხებლობა ზვიად რატიანთან წარსულში არ ჰქონდა. და ზვიად რატიანი მოქმედება პოლიციელის მიმართ სიძულვილით. მიგვაჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა 353-ე პრიმა მულით გათვალისწინებული დანაშალი და მის მართ გამოყენებული უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი. მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნას მკაცრი სასჯელი", - დაასრულა სიტყვა პროკურორმა.

14:46 16.9.2025

14:42 - ზვიად რატიანი თითებით ათამაშებს სიგარეტის ღერს და დარბაზში, იმ მიმართულებით იყურება, სადაც მისი ოჯახის წევრები, შვილები სხედან.

14:44 16.9.2025

14:26 - "ბრალდებულმაც განმარტა წინასასამართლო სხდომაზე, რომ წინასწარი შეთანხმებული გეგმით მოქმედება, განმარტა, რომ სპეციალურად შეარჩია ისეთი მომენტი, სადაც ბევრი პოლიციელი იდგებოდა ერთად, შეარჩია ისეთი ადგილი, სადაც კამერა დააფიქსირებდა და სწორედ ასეთი ადგილი იყო რუსთაველის გამზირი... ბრალდებულმა არაერთხელ გამოხატა სასამართლოშიც პოლიციის მიმართ სიძულვილი. შესაბამისად, ბრალდებულის მოტივია სიძულვილი პოლიციის მიმართ", - აღწერს პროკურორი ზვიად რატიანის ქმედებას.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG