Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიგერიაში თავდამსხმელებმა 12 მეტყევე მოკლეს


ნიგერიის ჩრდილოეთ რეგიონში მწყემსები და ფერმერები ხშირად უპირისპირდებიან ერთმანეთს.
ნიგერიის ჩრდილოეთ რეგიონში მწყემსები და ფერმერები ხშირად უპირისპირდებიან ერთმანეთს.

ნიგერიის ჩრდილო-ცენტრალურ ნაწილში მდებარე თემზე შეიარაღებული პირების თავდასხმის შედეგად სულ მცირე 12 მეტყევე დაიღუპა. მკვლელობებზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.

მსგავსი თავდასხმები ხშირია ნიგერიის ჩრდილოეთ რეგიონში, სადაც ადგილობრივი მწყემსები და ფერმერები ხშირად უპირისპირდებიან ერთმანეთს მიწასა და წყალზე შეზღუდული წვდომის გამო. ფერმერები მწყემსებს, ძირითადად ფულანის ხალხის წარმომადგენლებს, ადანაშაულებენ, რომ ისინი პირუტყვს მათ ფერმებზე აძოვებენ და მოსავალს უნადგურებენ. მწყემსები კი ამტკიცებენ, რომ ეს მიწები მათი საძოვრებია.

კვირას გუბერნატორმა აბდულრაჰმან აბდულრაზაკმა სამხედროებს მოუწოდა, „გაანადგურონ შტატის ზოგიერთ ნაწილში თავდასხმებში მონაწილე დამნაშავეები“.

ივნისში, ნიგერიის ჩრდილო-ცენტრალურ შტატ ბენუეში, თემზე განხორციელებული ერთი თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 150 ადამიანი დაიღუპა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG