ამ ცნობას ავრცელებს გამოცემა Financial Times.
ალიანსი განიხილავს რეაგირების ზომებს გახშირებულ შემთხვევებზე, როცა რუსეთის თვითმფრინავები და დრონები საჰაერო საზღვარს არღვევენ. საკითხი წამოჭრეს რუსეთის მოსაზღვრე სახელმწიფოებმა, რომლებსაც მხარი დაუჭირეს დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა - ნათქვამია სტატიაში. ამჟამად დისკუსიაში კიდევ რამდენიმე ქვეყანაა ჩართული.
რეაგირების კიდევ ერთი შესაძლო ფორმაა სამხედრო წვრთნების ჩატარება რუსეთის საზღვართან - წერს FT. გამოცემას წყაროებმა აცნობეს, რომ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლოა ოფიციალურად არ გამოცხადდეს და ასეთ შემთხვევაში ის ცნობილი გახდება მოქმედებაში მოყვანის შემდეგ.
ასევე 9 ოქტომბერს გავრცელდა ცნობა, რომ ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა რეზოლუცია კოორდინირებული მოქმედებების საჭიროების, უფრო ეფექტიანი თავდაცვისა და და "რუსეთის პროვოკაციების საწინააღმდეგო" შემდგომი სანქციების თაობაზე. დოკუმენტის თანახმად, ევროპელი კანონმდებლები მხარს უჭერენ ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ბლოკის წევრ სახელმწიფოებს საშუალებას მისცემს თანაზომადი მოქმედებები გაატარონ დარღვევების პასუხად, მათ შორის "საჰაერო საფრთხეების ჩამოგდების" ფორმით.
ფორუმი