ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა პენტაგონმა და დააზუსტა, რომ ჰეგსეთი უსაფრთხოდაა.
„თვითმფრინავი სტანდარტული პროცედურით დაეშვა ხმელეთზე და თვითმფრინავში მყოფი ყველა პირი, მდივან ჰეგსეთის ჩათვლით, უსაფრთხოდ არის“ - დაწერა X-ზე პენტაგონის სპიკერმა შონ პარნელმა.
ფრენების ტრეკერი აჩვენებს, რომ თვითმფრინავი C-32A (მოდიფიცირებული ბოინგ-757), რომელშიც ჰეგსეთი იმყოფებოდა და რომელიც ბრიუსელიდან აფრინდა, 15 ოქტომბერს, საღამოს 7:07-ზე ინგლისში, ინგლისში მილდენჰოლის ბაზაზე დაეშვა.
პირველად არ ხდება, რომ აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავს, რომელზეც მაღალი თანამდებობის პირები იმყოფებოდნენ, მექანიკური პრობლემები აღმოაჩნდა. მიმდინარე წელს, აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავს, რომელშიც სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო იმყოფებოდა და მიუნხენში მიფრინავდა, იძულებული გახდა ვაშინგტონში მიბრუნებულიყო მექანიკური პრობლემის გამოვლენის გამო.
ფორუმი