Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთაველის გამზირზე აქცია განახლდა - დემონსტრანტებმა გზა გადაკეტეს, კანონის გამკაცრების მიუხედავად


რუსთაველის გამზირზე აქცია განახლდა
რუსთაველის გამზირზე აქცია განახლდა

დღეს საღამოს, 17 ოქტომბერს, უწყვეტი დემონსტრაციების დაწყებიდან 322-ე საღამოს, რუსთაველის გამზირი პარლამენტის წინ მორიგ ჯერზე გადაიკეტა.

დემონსტრანტებმა გამზირი გადაკეტეს გუშინ ამოქმედებული ახალი შეზღუდვების მიუხედავად.

მათ ნაწილს სახე დაფარული აქვს. აქციაზე რამდენიმე ათეული ადამიანია.

აქცია დაახლოებით 20:00 საათზე დაიწყო.

მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა „აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს“, „არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და არ მოახდინონ გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად ბლოკირება“.

შსს აცხადებდა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში „მოახდენს ყველა სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირებას და მათ მიმართ გაატარებს კანონით განსაზღვრულ შესაბამის ზომებს“.

ჯერჯერობით აქციაზე პოლიციელები არ ჩანან.

განახლება: მოგვიანებით, დაახლოებით 22:30 საათისთვის აქციაზე ასობით ადამიანი იმყოფებოდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG