12:15 - ლევან ხაბეიშვილს ბრალად ედება „ქრთამის მიცემა - ჩადენილი უკანონო ქმედების ჩასადენად“ - და ისჯება 4-დან 7 წლამდე (სისხლის სამრათლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილი).
ის დაკავებამდე ოთხი ოქტომბრის აქციის მთავარი სპიკერი იყო, პაატა ბურჭულაძესთან ერთად.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნის განცხადებიდან გაირკვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ლევან ხაბეიშვილი დაკავებულია იმის გამო, რომ ის შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს 200 000 დოლარს საჯაროდ ჰპირდებოდა, აქციების დარბევაში მონაწილეობაზე უარის შემთხვევაში.
სუს-ის შეფასებით, „საქმე ეხება ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ფაქტს“.
უწყების თანახმად, ხაბეიშვილის მოწოდებებს ჰქონდა „განგრძობითი, სისტემატიური ხასიათი“ და გამოიკვეთა „დანაშაულის ყველა ნიშანი“.
12:16 - „რა გამხდარი ხართ, ბატონო ლევან?“, - დამსწრეების პირველი რეაქცია, მას შემდეგ რაც ლევან ხაბეიშვილი სხდომათა დარბაზში შემოიყვანეს.
„ხომ ვარ სიმპატიური?“, - თქვა ხაბეიშვილმა და მოაყოლა: ემოციები არ გამოხატოთ, არ მინდა გაგყარონ, მინდა დიდხანს გიყუროთ“.
შემოვიდა მოსამართლე, ნანა შამათავა. სხდომა დაიწყო.
12:19 - ამ საქმეზე პროკურორი, ბექა ხუნაშვილია.
12:19 - დაიწყო ლევან ხაბეიშვილის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა. თქვენთვის ცნობილია, რომ მას პატიმრობა აქვს შეფარდებული.
ფორუმი