Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წირვის დაწყებამდე ჰიმნი შესრულდეს, ეკლესიებში დროშები დაიკიდოს - ფაშინიანის ინიციატივა


ფაშინიანი: „ვფიქრობ, სწორი იქნება, რომ საკვირაო ქადაგების წინ ყველა ტაძარში შესრულდეს სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ჰიმნი“.
ფაშინიანი: „ვფიქრობ, სწორი იქნება, რომ საკვირაო ქადაგების წინ ყველა ტაძარში შესრულდეს სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ჰიმნი“.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეკლესიასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივებით გამოდის. კვირას, 7 დეკემბერს, ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტში ფაშინიანი წერს:

„301 წელს სომხეთის სამოციქულო ეკლესია შეიქმნა სახელმწიფოს მიერ, სახელმწიფოს გადაწყვეტილებით. ვფიქრობ, სწორი იქნება, რომ საკვირაო ქადაგების წინ ყველა ტაძარში შესრულდეს სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ჰიმნი“.

ამასთან, ორშაბათს, 8 დეკემბერს, ფეისბუკის პირდაპირ ეთერში ჩართვისას, ფაშინიანმა ასევე თქვა, რომ საჭიროა, დაიწყოს დისკუსია ტაძრების შესასვლელთან ან უშუალოდ ტაძრებში სომხეთის დროშის აღმართვის შესახებ.

ლაივ ჩართვას, რომელშიც ფაშინიანი ამ საკითხზე საუბრობს, აწერია: „სახელმწიფოს უზენაესობა და სომხეთის რესპუბლიკა“.

  • სომხეთის მთავრობასა და ეკლესიას შორის არსებული დაპირისპირება ბოლო თვეებისა და კვირების განმავლობაში გამწვავდა.
  • მმართველი გუნდი მიანიშნებს სომხურ ეკლესიაში საბჭოთა დროიდან შემორჩენილ კავშირებზე რუსეთის სპეცსამსახურებთან.
  • პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ეკლესიის არაერთი მაღალი იერარქი, მათ შორის კათალიკოსი გარეგინ II, შეუფერებელნი არიან ამ პოზიციებისათვის, რადგან უბიწოების აღთქმა დარღვეული აქვთ.
  • გასულ კვირას სომხეთში დააკავეს უკვე მეოთხე არქიეპისკოპოსი, რომელიც ფაშინიანის მთავრობას აკრიტიკებდა. მას 2018 წელს აქტივისტისთვის „ნარკოტიკების ჩადების“ ორგანიზებას ედავებიან.


ფორუმი

XS
SM
MD
LG