Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ჩამოვარდა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი


რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ივანოვოს ოლქში სამხედრო-საჰაერო ბაზა აქვს(საილუსტრაციო ფოტო)
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ივანოვოს ოლქში სამხედრო-საჰაერო ბაზა აქვს(საილუსტრაციო ფოტო)

რუსეთში კატასტროფა განიცადა ან-22 ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავმა. ის ივანოვოს ოლქში ჩამოვარდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციის მიხედვით, ან-22 დღეს, 9 დეკემბერს ჩამოვარდა დაუსახლებელ ადგილას, სადაც სამაშველო ჯგუფი გაემგზავრა „ეკიპაჟის ბედის დასადგენად“. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, თვითმფრინავი „ჩატარებული რემონტის შემდგომი შემოფრენისას“ ჩამოვარდა. რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ბორტზე, სამინისტროს არ უთქვამს.

რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ ოპერატიულ სამსახურებზე დაყრდნობით წერს, რომ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომელშიც 7 ადამიანი იმყოფებოდა უვოდის წყალსაცავის რაიონში ჩამოვარდა.

რუსეთი ან-22 ტიპის თვითმფრინავებს იყენებს დიდ მანძილზე მძიმე საბრძოლო ტექნიკისა და სამხედრო ძალების პირადი შემადგენლობის ტრანსპორტირებისთვის და საჰაერო დესანტის გადასხმის მიზნითაც.

ივანოვოს ოლქში, სადაც თვითმფრინავი ჩამოვარდა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საჰაერო ბაზა აქვს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG