Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულთა სასამართლო

4 ოქტომბრის აქციის საქმე უკვე არსებითი განხილვის ეტაპზეა. ეს საქმე ხუთ ნაწილადაა დაყოფილი, შესაბამისად, ბრალდებულები ხუთი ჯგუფადაა გაყოფილი და სხვადასხვა მოსამართლე განიხილავს.

12:40 15.12.2025

12:28 - შესავალ სიტყვას ამბობს ნანა სანდერის ადვოკატი, დავით დადიანი.

ის ამბობს: „როცა განაჩენი დადგება გავითვალისწინოთ, ვინ გვიყენებს ბრალს, რატომაა ზოგიერთი დამნაშავე დაუსჯელი და რა არის დასჯადი, ამითყველაფერს პასუხი გაეცემა".

ნანა სანდერი
ნანა სანდერი

მისივე თქმით, ბრალი აგებულია საჯარო განცხადებებზე, გამოძიება კი იწყება 7 ოქტომბრიდან, როცა პოლიციელმა დაწერა პატაკი, რომ თითქოს მიიღო ინფორმაცია.

„7 ოქტომბრიდან კი არა 4 ოქტომბარმდე იყო ეს ცნობილი, ის პოსტები, რაც საქმეშია ჩადებული, ემსახურება მიზანს - არავინ დაზიანდეს აქციების დროს... ის რომ ადამიანი მოუწოდებს ადამიანებს შეკრებისკენ ეს არ არის დანაშაული. ბრალდების მხარე ამატებს თავის ვერსიას, რომ ეს შეკრება პოლიციელებზე ძალადობას თუ დაზიანებას ისახავდა მიზნად. თუმცა საქმეში ამის მტკიცებულებები არ არის“...

მეორე ადვოკატმა კი თქვა, რომ ბრალდებულთან შეთანხმებით შესავალი სიტყვით არ ისარგებლებს.

12:41 15.12.2025

12:33 - ავთანდილ სურმანიძის ადვოკატი, ნანა ფარჩუკაშვილი ამბობს შესავალ სიტყვას.

მისი თქმით, პროტესტის არსებობა არ შეიძლება აღქმული იყოს უსაფუძვლო და აგრესიულ განწყობად.

ავთანდილ სურმანიძე
ავთანდილ სურმანიძე

„ბრალდების მხარე ამბობს, რომ თქვენ ხართ ხელისუფლებისადმი აგრესიულად განწყობილებიო...თავად ხელისუფლებისადმი გულთბილად განწყობილები არიან?ადამიანებს გვაქვს პროტესტი და ეს პროტესტი, რომ არსებობს ხელისუფლებამ იცოდა და იცის ერთ წელს მეტია, გასულის წლის ოქტომბრიდან. ეს ადამიანები ამ პროტესტს გამოხატავდნენ და გამოხატვის ფორმა იყო ხოლმე ერთნაირი - პროტესტი.....

....მშურს მათ ადგილზე რომ არ ვარ, ამ ადამიანებს ისტორია გმირებად შეაფასებს, სწორად შეგვაფასეთ, აგრესიულები კი არა, საღად და პროტესტით განწყობილი ადამიანები გვიწოდეთ... ამ ადამიანებს პოლიტიკურად მოაზროვნეები მოუწოდებდნენ, არ მიეღოთ მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში..

ჩვენ მიგგვაჩნია, რომ ამ ხელისუფლებამ არალეგიტიმურად მოიგო 2024 წლის არჩევნები და მისი დანიშნული არჩევნებიც იყო არალეგიტიმური... მრავლობითში იმიტომ ვსაუბრობ, რომ მეც ამ აქციაზე ვიყავი“.

ადვოკატის სიტყვა ეფუძნება მტკიცებას, რომ 4 ოქტომბრის აქცია, მათ შორის პოლიტიკოსების მოწოდებები იყო მშვიდობიანი ხასიათის და რომ „დამცავი საშუალებების ყიდვა არ შეიძლება ძალადობრივი მოქმედების ორგანიზებად ჩაითვალოს, მაგრამ ხომ გამოჩნდა, რომ საჭირო ყოფილა დამცავი საშუალებები,, ისიც კი გავიგეთ, რომ გვწამლავდნენ აქციაზე...“

13:02 15.12.2025

12:56 - შესავალ სიტყვას ამბობს გიორგი მულაძის ადვოკატი, თამარ ენუქიძე.

ადვოკატის თქმით, ბრალდების მტკიცებულებები არ ადასტურებს ბრალს, ბრალდების ვერსია კი ვარაუდებზეა დამყარებული.

მას მიაჩნია, რომ ბრალდება არის ჰიპოთეტური და ვარაუდებზე დაფუძნებული.

გიორგი მულაძის წინააღმდეგ საქმეში რამდენიმე ოქმი დევს მხოლოდ: ჩხრეკის, ამოღების, განჩინება დაკავებაზე და ბრალი. „სხვა არაფერი მოიძებნება, გარდა ვიდეოში, სადაც ის მშვიდად და წყნარად დგას“.

13:16 15.12.2025

13:05 - შესავალ სიტყვას ამბობს ბრალდებულ აბო ნავერიანის ადვოკატი, დიმიტრი ვარდიაშვილი. ისიც ფიქრობს, რომ საქმეში არ არსებობს ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

აბო ნაველიანი
აბო ნაველიანი

ის ამბობს, რომ ამ საქმეში დაზარალებულიც კი არ არსებობს.

„ეს ადამიანები, მათ შორის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, სრულად გამართლეს წარდგენილ ბრალში“.


ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG