17:16 - ვიდეოების გამოკვლევა მორიგ სხდომაზე გაგრძელდება, რომელიც 5 იანვარს გაიმართება. სხდომა დასრულდა.
17:00 - პროკურორის თქმით, ახლა გამოიკვლევს ვიდეოკადრებს, სადაც მისი თქმით, პოლიციელებზე ძალადობაა ასახული. პროკურორის თქმით, ეს კადრები კერძო კომპანიისგან გამოითხოვეს.
16:44 - მხარეებმა არ გამოიკვლიეს ორგანიზატორობაში ბრალდებულების დაკავება და „უდაუდაც მიიჩნიეს“
16:22 - ადვოკატები მოსამართლეს სთხოვენ ყურადღება გაამახვილოს კადრზე, სადაც ჩანს, რომ აქციის მონაწილეებს დაშავებული პოლიციელი სასწრაფოს მანქანასთან მიჰყავთ. სამართალდამცველის დამხმარე მოქალაქეებს შორის ბრალდებულებიც არიან.
ამ ლინკზე, მესამე საათიდან შეგიძლიათ ნახოთ ის ვიდეო, რომელსაც ახლა სასამართლო სხდომაზე უყურებენ.
პროკურორი ამბობს, რომ კადრში ასახული დაზიანებული პოლიციელი დასაკითხ პირთა სიაშია.
ფორუმი