11:47 - სხდომა დასრულდა.
11:45 - თამარ მახარობლიძე 4 ოქტომბრის საქმეს ყოველი კვირის ოთხშაბათს ჩაატარებს ხოლმე.
მან მომდევნო სხდომების გრაფიკი 2026 წლის იანვრიდან გაწერა. 14 და 21 იანვარი, 15:00, ყველა მომდევნო ოთხშაბათს 11:00-ზე დაიწყება სხდომა.
11:40 - 13 ბრალდებულიდან სამს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა ედება ბრალად.
დანარჩენებს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალი აქვს წაყენებული.
ამ ჯგუფში ოთხი დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს, დანარჩენები კი ბრალს არ აღიარებენ.
პროკურორების განცხადებით, საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი ამ ეტაპზე არ მიდის.
11:32 - მოსამართლე თამარ მახარობლიძე ადგენს ბრალდებულების ვინაობას, ეკითხება საცხოვრებელ ადგილზე, განათლებაზე, დაბადების დღესა და წელზე.
არცერთი მათგანი ნასამართლევი არ ყოფილა და სასამართლოში პირველად მოხვდნენ.
ფორუმი