14:16 - ბექა გოცირიძე ამბობს, რომ „იცნობს ბრალდებულებს... მათთან არანაირი ურთიერთობა არ აქვს".
14:17 - ბექა გოცირიძე ამბობს, რომ 2024 წლის 31 ივლისს იყო მთაწმინდაზე და წამოვიდა ავტობუსით. „რუსთაველზე გავიარე ფეხით... მოგვივიდა შელაპარაკება, მოხდა ჩხუბი...ერთ-ერთმა ვისთანაც შელაპარაკება მომივიდა მითხრა რატომ იღებო, მომივიდა კონფლიქტი... ტელეფონი მეკავა ხელში... მივდიოდი და მომივიდა ჩხუბი, რა უნდა ვქნა ამაზე?".
„ყველა იმ მყოფთან მომივიდა ჩხუბი, 25 კაცს ვეჩხუბებოდი მარტო... დამესივნენ... მოგვივიდა ჩხუბი..."
პროკურორი: მათი მხრიდან, რა ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი?
გოცირიძე: არაფერი რა, მოგვივიდა ჩხუბი... მარტო მინდია და გიორგი ხომ არ არიან, 25 კაცი მეჩხუბებოდა
- მინდია და გიორგიც იყვნენ?
- დიახ....
- მინდიამ გითხრათ რატომ იღებო?
- დიახ
- თქვენ რას შვრებოდით?
- თავს ვიცავდი
- რამდენი ხანი გრძელდებოდა?
- 3-4 წუთი
- როგორ გაგრძელდა?
- ვიჩხუბეთ, მინდოდა გავცილებოდი, გამომეკიდა მასა რა... მერე მოვიდა პოლიცია და დამაკავა.
პროკურორი ბრალდების მოწმეს ჩვენებიდან მონაკვეთს უქვეყნებს. „ყველა დეტალს ვერ იხსენებს და გამოვაქვეყნებ", - ამბობს ნინო ჟვანია.
„ის პირდაპირ აგრესიით წამოვიდა.... კონფლიქტში ჩაერთო მეორე მამაკაცი [აღწერილია ორივეს ჩაცმულობები]... ხელი მკრა მკერდის არეში, განვიცადე ფიზიკური ტკივილი... უკუსვლით გავეცალე".
ერთვება ბექა გოცირიძე: ტკივილი რა... ხელი დამარტყა, ადამიანური მომენტია... სასწაული ტკივილი არ მიგრძვნია, ხელი დამარტყა და ადამიანური მომენტია... სასწაულად მეტკინა არ ყოფილა.... ტკივილი ცოტათი ვიგრძენი...“
მოსამართლე ერევა და პროკურორს მიმართავს: „სრულ ჩვენებას უქვეყნებთ?“.
ადვოკატი ომარ ფურცელაძე ამბობს, ვერ შევუზღუდავთ ჩვენების გამოქვეყნებას, მაგრამ დაკითხვა არის პირდაპირი წესით.. განარიდეთ კითხვა - ადასტურებს თუ არა მოწმე მთელ ჩვენებას....მაშინ მოწმის მოყვანაც არ გახდებოდა საჭირო.
პროკურორი ამტკიცებს, რომ მოწმის დაკითხვის შემდეგ დრო გავიდა და შეიძლება მოწმეს ბევრი რამე დაავიწყდეს.
მოსამართლე პროკურორს: „ჯერ დაკითხეთ და თუ არ ახსოვს შემდეგ გამოუქვეყნეთ...ანუ თქვენ ეკითხებით ასე იყო თუ არა ნამდვილად?
ბექა გოცირიძე: დაახლოებით კი, ვიჩხუბეთ და რაღაც ისეთი არ ყოფილა, მოხდა რა, ადამიანები ვართ და ხდება.
მოსამართლე: რომ იჩხუბეთ იმიტომ არიან ეს ადამიანები რამდენიმე თვე საპატიმროში.
ბექა გოცირიძე: ადამიანები ვართ რა... ჩემზე ბულინგი მიდის, ვითომ აგენტი ვარ და დავაჭერინე... რა დავაჭერინე...
მოსამართლე: რამდენიმე თვეა ადამიანები არიან ციხეში, როცა მოდიხართ სასამართლოში დაზარალებული, კეთილი ინებეთ და გაიხსენეთ...
ბექა გოცირიძე: მოხდა კონფლიქტი რა...
მოსამართლე: ყველა არ ჩხუბობს...
პროკურორი ეკითხება, ისევ ადასტურებთ, რომ მუცლის არეში ფეხი დაგარტყეს და ტკივილი განიცადეთო? - კიო, ადასტურებს გოცირიძე.
ფორუმი