Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
4 ოქტომბრის საქმე - ლაივბლოგი
4 ოქტომბრის საქმე - ლაივბლოგი

4 ოქტომბრის საქმე - ლაივბლოგი

ამ ჯგუფში უმეტესად პოლიტიკოსები არიან, რომელთა ნაწილი 4 ოქტომბრის "საორგანიზაციო კომიტეტის წევრად" მოიხსენიებდა თავს. მათ სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობას ედავებიან.

15:36 18.12.2025

დღევანდელ სხდომაზე მეტ ვიდეოს აღარ გამოიკვლევენ. მორიგი სხდომები 8, 15 და 24 იანვარს, თებერვლიდან კი სხდომა ყველა ხუთშაბათს 11:00-დან გაიმართება.

15:36 18.12.2025

დაკავებების ეპიზოდზე ყველამ ყურადღებას მოუხმო, დამსწრეებმა, მხარეებმა, ბრალდებულებმა და მოსამართლემაც. ყველა დარბაზში ჩამოკიდებულ ტელევიზორს უყურებს, რომელიც კომპიუტერთანაა დაკავშირებული.

პროკურორი ამბობს, რომ დაასრულა ამ ვიდეომტკიცებულების შესწავლა და გათიშა ვიდეო.

14:55 18.12.2025

ვიდეომტკიცებულების მთავარი ნაწილი ბრალდებულების დაკავებაა. ახლა ვიდეოში ირაკლი ნადირაძე საუბრობს. დარბაზში ტირის მისი მეუღლე.

„სხვანაირად არ შემეძლო, მე დამიჭირეს ჩემი ძმაკაცი, ხაბეიშვილი, მინდოდა ის დღესვე თავისუფალი ყოფილიყო, სინდისის პატიმრები ცოცხლები ყოფილიყვნენ...", - ამბობს ტვ პირველის პირდაპირ ეთერში ირაკლი ნადირაძე, დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე.

14:51 18.12.2025

უკვე მესამე საათია მთელი სხდომა 7-საათიანი ვიდეოს ნახვითა და შიგადაშიგ გადახვევით შემოიფარგლება. დამსწრეებმა ერთმანეთში გააბეს საუბარი, ზოგი ტელეფონით ერთობა, ზოგი დარბაზს ათვალიერებს.

ბრალდებულები ფეხზე დგებიან და ჯდებიან...ერთმანეთს ესაუბრებიან. იგივე ადვოკატების მაგიდასთანაც.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG