Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტროტუარზე პროტესტისთვის დაკავებულების სასამართლო

ანი ახმეტელი, გიორგი ბულია, მარინა ჟვანია, ელენე ჯღარკავა - მათ ხალხის სავალ ნაწილზე (ტროტუარზე) „ხალხის სავალი ნაწილის ჩახერგვას“ ედავებიან, რაც გამოიხატა ტროტუარზე(ხალხის სავალ ნაწილზე) დგომით.

14:55

14:52 - დღეს დაგეგმილი სასამართლო სხდომები ამით ამოიწურა

14:55

14:52 - მანუჩარ ცაცუამ ამჯერადაც გადადო სხდომა და შსს-ს შორი ხედვის ისეთი კადრის მოტანა დაავალა, რომელიც წარმოდგენილზე მკვეთრად ხანგრძლივი იქნება.

მომდევნო სხდომა 12 იანვარს 15:00-ზე გაიმართება.

14:53

14:48 - მოსამართლე მანუჩარ ცაცუა მარინა ჟვანიას პოზიციით დაინტერესდა.

ჟვანიამ თქვა: „ოქმს ვეთანხმები იმ ნაწილში, რომ ვიდექი და ვაპროტესტები, მაგრამ არავის გადაადგილებისთვის ხელი არ შემიშლია, ხალხი თავისუფლად მოძრაობდა“.

14:45

14:42 - ისევ მანუჩარ ცაცუასთან, ისევ იგივე სხდომათა დარბაზში გამოიძახეს მარინა ჟვანია, განათლების საკითხების სპეციალისტი.

მარინა ჟვანია წლებია განათლების სფეროშია. მუშაობდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამებისა და განათლების აღიარების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, ჩართული იყო საგანმანათლებლო პროექტებში და ამ დარგში მას იცნობენ, როგორც განსაკუთრებით კვალიფიურ და პატივსაცემ პროფესიონალს.

განათლების სპეციალისტმა სიმონ ჯანაშიამ მარინა ჟვანიაზე დაწერა:

"ამ ფოტოზე მარინა ჟვანიაა. მარინა უკვე დაახლოებით 30 წელია სკოლების, მასწავლებლების, ჩვენი განათლების სისტემის განვითარებისთვის მუშაობს. ის ნამყოფია პრაქტიკულად ყველა სკოლაში, მისი ხელმძღვანელობით ტრენინგები გავლილი აქვს ათიათასობით პედაგოგს. მისი თაოსნობით დაარსდა საქართველოში მასწავლებელთა განვითარების ეროვნული ცენტრი. ხვალ მას სასამართლო აქვს. მას ტროტუარზე დგომისთვის 15 დღემდე პატიმრობით ემუქრებიან. ეს სიგიჟე უნდა დასრულდეს, რაც შეიძლება მალე"

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG