Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფლორიდაში დასრულდა ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა


დონალდ ტრამპისა (მარჯვნივ) და ვოლოდიმირ ზელენსკის პრესკონფერენცია. პალმ-ბიჩი, 28 დეკემბერი, 2025.
დონალდ ტრამპისა (მარჯვნივ) და ვოლოდიმირ ზელენსკის პრესკონფერენცია. პალმ-ბიჩი, 28 დეკემბერი, 2025.

აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრა გაიმართა ფლორიდაში, ტრამპის მამულში.

ამერიკის პრეზიდენტმა ზელენსკისთან შეხვედრას „შესანიშნავი“ უწოდა.

„მრავალი საკითხი განვიხილეთ. ვფიქრობ, საგრძნობლად მივუახლოვდით, შესაძლოა, ძალიან მივუახლოვდით [შეთანხმების მიღწევას]“, თქვა მან.

ამ შეხვედრის შემდეგ ტრამპი და ზელენსკი შეხვდნენ ევროპელ ლიდერებს, რომლებიც ასევე იმყოფებიან აშშ-ში.

„ისინი არაჩვეულებრივი ლიდერები არიან და ჩვენ მათთან შესანიშნავი საუბარი გვქონდა,“ თქვა ტრამპმა და დასძინა, რომ საგრძნობ პროგრესს მიაღწიეს უკრაინაში ომის შეწყვეტის საქმეში.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „მყარი მშვიდობის მიღწევის გზაზე საკვანძო ეტაპია“ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მინიჭება.

მან დასძინა, რომ ევროპული და უკრაინული გუნდები განაგრძობენ მუშაობას ამ საკითხზე და „უახლოეს კვირებში“ შეხვდებიან ერთმანეთს, რათა „დაასრულონ ყველა განხილული საკითხი“.



მიმდინარეობს ახალი ამბის განახლება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG