Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ჯარებმა კიევს და კიევის ოლქს დაარტყეს, არის მსხვერპლი


რუსეთის ჯარების მასირებული შეტევით გამოწვეული ნგრევა კიევში (საილუსტრაციო ფოტო)
რუსეთის ჯარების მასირებული შეტევით გამოწვეული ნგრევა კიევში (საილუსტრაციო ფოტო)

რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზე და კიევის ოლქზე. ადგილობრივი ხელისუფლება მსხვერპლის შესახებ იუწყება.

დრონებით შეტევა შუაღამისთვის დაიწყო.

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს ტელეგრამ-არხზე 5 იანვარს გამთენიისას გამოქვეყნებული ცნობებით, ობოლონსკის რაიონში დაზიანებული შენობიდან ევაკუაცია გახდა საჭირო. დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი. კიევის ამ რაიონის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაზიანებულია სამედიცინო დაწესებულების შენობა.

განახლება: დილის ათი საათისთვის კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ კერძო კლინიკაზე დარტყმის შედეგად დაღუპულია ერთი პაციენტი და დაშავებულია კიდევ ოთხი ადამიანი.

კიევის ოლქის ფასტოვის რაიონში ერთი მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის შესახებ იუწყება ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიკოლა კალაშნიკი. მისი ინფორმაციით, 1951 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარი ნაპოვნია მის სახლში, რომელსაც შეტევისას ხანძარი გაუჩნდა.

კალაშიკის თანახმად, ფასტოვის რაიონში დაზიანებულია შვიდი კერძო და ერთი მრავალბინიანი სახლი, საწარმოო შენობები და საწყობები. ენერგომომარაგება შეუწყდა კიევის ოლქის ქალაქ სლავუტიჩს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG