Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის ჯ.დ. ვენსის ჩასვლა პაკისტანში. 11 აპრილი, 2026 წელი
აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის ჯ.დ. ვენსის ჩასვლა პაკისტანში. 11 აპრილი, 2026 წელი

ირანის და აშშ-ის დელეგაციები პაკისტანში არიან სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის

აშშ-სა და ირანის წარმომადგენლები 11 აპრილს პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში ჩავიდნენ ექვსკვირიანი ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებისთვის. მანამდე თეირანმა მოლაპარაკება ეჭვქვეშ დააყენა, როცა განაცხადა, რომ ის ვერ დაიწყებოდა ლიბანში ზავის და სანქციების შერბილების პირობების გარეშე.

მთავარი მოვლენები

15:19 15.1.2026
13:18 15.1.2026
12:13 15.1.2026

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ირწმუნება, რომ მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაყჩიმ უარყო ისლამურ რესპუბლიკაში 28 დეკემბრიდან მიმდინარე საპროტესტო აქციებისას მასობრივი მსხვერპლის შესახებ გავრცელებული ცნობები და ნებისმიერი მკვლელობა „ისრაელის შეთქმულებას“ დააბრალა.

რაც, მისი სიტყვებით, დიდი რაოდენობით მსხვერპლის შექმნას ისახავდა მიზნად. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაყჩიმ FOX News-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

შეკითხვაზე, რომ ირანში დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა 2500-დან 12000-მდე მერყეობდეს, ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უპასუხა, რომ დაღუპულია ასობით ადამიანი.

წაიკითხეთ ვრცლად

აბას არაყჩი, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი
აბას არაყჩი, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი
12:10 15.1.2026

“პოლიტიკოს” ინფორმაციით, ირანიდან ევაკუირებულია გაერთიანებული სამეფოს ელჩი და საელჩოს ყველა თანამშრომელი. ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმ ფონზე, როცა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის ისლამური რეჟიმის წინააღმდეგ დარტყმების განხორციელების საკითხს განიხილავს.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG