Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის ჯ.დ. ვენსის ჩასვლა პაკისტანში. 11 აპრილი, 2026 წელი
აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის ჯ.დ. ვენსის ჩასვლა პაკისტანში. 11 აპრილი, 2026 წელი

ირანის და აშშ-ის დელეგაციები პაკისტანში არიან სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის

აშშ-სა და ირანის წარმომადგენლები 11 აპრილს პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში ჩავიდნენ ექვსკვირიანი ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებისთვის. მანამდე თეირანმა მოლაპარაკება ეჭვქვეშ დააყენა, როცა განაცხადა, რომ ის ვერ დაიწყებოდა ლიბანში ზავის და სანქციების შერბილების პირობების გარეშე.

მთავარი მოვლენები

00:08 1.3.2026
00:07 1.3.2026

როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ 28 თებერვალს აცხადებს, იკვეთება ბევრი ნიშანი, რომ ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი შესაძლოა მოკლულ იქნა ირანზე ისრაელისა და აშშ-ის დარტყმების შედეგად.

21:44 28.2.2026

აშშ-ის და ისრაელის ძალებმა დარტყმები განახორციელეს ირანის მასშტაბით მდებარე ქალაქებზე, რასაც აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უწოდებს "მასშტაბურ საბრძოლო ოპერაციებს".

ტრამპმა ირანის ხელისუფლების ძალებს დანებებისკენ მოუწოდა, ისრაელის მიერ გამოცხადებული "პრევენციული დარტყმის" ფონზე.

20:48 28.2.2026

მაკრონთან და სტარმერთან მერცის საუბრების შემდეგ, სამმა მხარემ გამოაქვეყნა ერთობლივი განცხადება, რომელშიც გამოდიან მოლაპარაკებების განახლების მოწოდებით და მკაფიოდ აცხადებენ, რომ არ მიუღიათ მონაწილეობა ირანზე განხორციელებულ თავდასხმებში.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG