ამერიკული გამანადგურებლები, რომელთა კატასტროფის შესახებ ქუვეითის თავდაცვის სამინისტრო იუწყებოდა, შეცდომით ჩამოაგდეს თავად ამ ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა.
ქუვეითის შეცდომის შესახებ აშშ-ის არმიის ცენტრალურმა სარდლობამ(CENTCOM) 2 მარტს განაცხადა. სარდლობის ინფორმაციით, F-15E ტიპის სამი გამანადგურებელი, რომლებიც ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობდნენ, ქუვეითის თავზე შეცდომით ჩამოაგდეს ამ ქვეყნის საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა.
სატელიტის ფოტოებზე ჩანს სარაკეტო ბაზების, რადარებისა და საავიაციო ობიექტების მასშტაბური ნგრევა ირანში, რომელიც აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო დარტყმების სერიას მოჰყვა
ბოლო ფოტოებზე აღბეჭდილია ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის რეზიდენცია თეირანში, რომელიც 28 თებერვალს განხორციელებული იერიშის შედეგად დაიღუპა
თავრიზში მდებარე ირანის სარაკეტო ბაზა იერიშებამდე და შემდეგ. ბაზას დაარტყეს 28 თებერვალს - სატელიტის ფოტოები
ქუვეითში, რომელიც ირანის წინააღმდეგ ისრაელისა და აშშ-ის მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, ირანის ძალების ერთ-ერთ სამიზნედ იქცა, რამდენიმე ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა.
ქუვეითის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, რამდენიმე ამერიკულმა სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა დღეს, 2 მარტს განიცადა, თუმცა ეკიპაჟების წევრები გადარჩნენ და სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებიან.
ქუვეითის თავდაცვის სამინისტროს არ დაუსახელებია არც ამერიკული თვითმფრინავების რიცხვი და არც მათი ჩამოვარდნის მიზეზი.
ამერიკულ სარდლობას კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
ფორუმი