Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კუვეიტში რამდენიმე ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა - კუვეიტის თავდაცვის სამინისტრო

ეკიპაჟების წევრები გადარჩნენ და სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებიან.

კუვეიტში, რომელიც ირანის წინააღმდეგ ისრაელისა და აშშ-ის მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, ირანის ძალების ერთ-ერთ სამიზნედ იქცა, რამდენიმე ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა.

კუვეიტის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, რამდენიმე ამერიკულმა სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა დღეს, 2 მარტს განიცადა, თუმცა ეკიპაჟების წევრები გადარჩნენ და სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებიან.

კუვეიტის თავდაცვის სამინისტროს არ დაუსახელებია არც ამერიკული თვითმფრინავების რიცხვი და არც მათი ჩამოვარდნის მიზეზი.

განახლება: აშშ-ის არმიის ცენტრალურმა სარდლობამ(CENTCOM) განაცხადა, რომ F-15E ტიპის სამი გამანადურებელი, რომლებიც ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობდნენ, კუვეიტის თავზე შეცდომით ჩამოაგდეს ამ ქვეყნის საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა. CENTCOM-ის ცნობით, ექვსივე პილოტმა წარმატებით შეძლო კატაპულტირება და მათი მდგომარეობა სტაბილურია. ამერიკული სარდლობის თანახმად, კუვეიტმა ფაქტი აღიარა და მიმდინარეობს ინციდენტის გამოძიება.

აშშ და ისრაელი 28 თებერვლიდან განაგრძობენ მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას ირანის წინააღმდეგ, რომელიც თავის მხრივ, აცხადებს, რომ რაკეტებით და დრონებით უტევს ისრაელს და რეგიონის ქვეყნებში დისლოცირებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებს.

28 თებერვალს ირანზე ისრაელის და აშშ-ის დარტყმების შედეგად მოკლულია ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ხამენეი და ირანის ხელისუფლების არაერთი სამხედრო მაღალჩინოსანი.


ფორუმი

XS
SM
MD
LG