ისრაელის თავდაცვის არმიამ 4 მარტს დილით გამოაცხადა, რომ ირანში დაარტყა კიდევ ათეულობით სამეთაურო ცენტრს, მათ შორის თეირანში, სახმელეთო ძალების ლოგისტიკის სამმართველოს და რაკეტების გამშვებ დანადგარებს.
ირანის ახალ უზენაეს ლიდერად არჩეულია აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად მოკული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯტაბა ხამენეი. ამის შესახებ ირანული გამოცემა Iran International-ი და გერმანული მაუწყებელი DW წერენ ირანში თავის ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობამ (CENTCOM) ისრაელთან ერთად ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან მეოთხე დღეს გამოაქვეყნა შედეგები, რომლებიც სარდლობის თანახმად, ამ ეტაპზეა მიღწეული.
თეირანი ენერგომატარებლებზე მაღალი ფასებით, ისედაც შეზღუდულ ბაზარზე, აშშ-ისა და მისი ევროპელი მოკავშირეების შეწუხებას ცდილობს
ირანი აცხადებს, რომ ჩაკეტა ჰორმუზის სრუტე, ვიწრო გასასვლელი სპარსეთის ყურიდან ოკეანეში, რომელიც მსოფლიოს ნავთობის 20%-ს ატარებს. თეირანის გეგმაა, დაბლოკოს ნავთობის „ყველა წვეთი“, რათა ფასი მაქსიმალურად გაიზარდოს.
„ნავთობის ნაკადების იარაღად ქცევა“ - ექსპერტები ირანისგან მოსალოდნელ მსგავს საფრთხეზე მანამდეც მიუთითებდნენ.
- აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების მეორე დღეს, 1 მარტს, ნავთობის ფასი უკვე 10%-ით იყო გაზრდილი და 80 დოლარს აღწევდა.
- 2 მარტს ზრდა უკვე 13%-ს აღწევდა.
ფორუმი