რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოჯთაბა ხამენეის მიულოცა ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაეს ლიდერად არჩევა და თეირანს მოსკოვის „უცვლელი მხარდაჭერა“ დაუდასტურა.
უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატების სპეციალისტთა ჯგუფი და ამ აპარატების დამჭერი დრონები გაგზავნა იორდანიაში ამერიკული სამხედრო ბაზების დასაცავად. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განუცხადა ამერიკულ გამოცემა The New York Times-ს.
ისრაელი და აშშ განაგრძობენ სამხედრო ოპერაციას ირანის წინააღმდეგ.
ისრაელმა მორიგი ავიაიერიში მიიტანა ირანზე. ირანმა რეგიონში ისევ შეუტია ამერიკის მოკავშირე ქვეყნებს.
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა. ბოლოს ბარელი ნავთობი ას დოლარზე მეტი ღირდა უკრაინაში რუსეთის არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრის წელს, 2022-ში.
დღეს, 9 მარტს ბირჟებზე ვაჭრობის დაწყებისას ერთ-ერთი ძირითადი, Brent-ის მარკის ნავთობი 20%-ზე მეტით გაძვირდა და ბარელის ფასმა 110 აშშ დოლარს გადააჭარბა. გარკვეული დროის შემდეგ დაახლოებით 105 დოლარამდე ჩამოვიდა, შემდეგ კი ისევ რამდენიმე დოლარით გაძვირდა. ას დოლარს გადააჭარბა ამერიკული მარკების ბარელი ნავთობის ფასმაც.
ფორუმი