Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის ჯ.დ. ვენსის ჩასვლა პაკისტანში. 11 აპრილი, 2026 წელი
აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის ჯ.დ. ვენსის ჩასვლა პაკისტანში. 11 აპრილი, 2026 წელი

ირანის და აშშ-ის დელეგაციები პაკისტანში არიან სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის

აშშ-სა და ირანის წარმომადგენლები 11 აპრილს პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში ჩავიდნენ ექვსკვირიანი ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებისთვის. მანამდე თეირანმა მოლაპარაკება ეჭვქვეშ დააყენა, როცა განაცხადა, რომ ის ვერ დაიწყებოდა ლიბანში ზავის და სანქციების შერბილების პირობების გარეშე.

მთავარი მოვლენები

15:47 17.3.2026

ტრამპმა ჩინეთს სთხოვა პეკინში ვიზიტის გადადება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთს სთხოვა, დაახლოებით ერთი თვით გადაიდოს პეკინში მისი ვიზიტი. ამის შესახებ თავად ტრამპმა უთხრა ჟურნალისტებს 16 მარტს, თეთრ სახლში.

„ომის გამო მინდა, რომ აქ ვიყო. ვგრძნობ, რომ აქ უნდა ვიყო“, - განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა.

  • აშშ ისრაელთან ერთად თებერვლის ბოლოდან აწარმოებს სამხედრო ოპერაციას ირანის წინააღმდეგ.
  • პრეზიდენტი ტრამპი ჩინეთის მეთაურთან, სი ძინპინთან შესახვედრად პეკინში გამგზავრებას მარტის ბოლოს გეგმავდა.

16 მარტს დონალდ ტრამპმა მედიას ისიც უთხრა, რომ მას და სი ძინპინს ძალიან კარგი ურთიერთობები აქვთ და შეხვედრას მოუთმენლად ელოდება.

15:27 17.3.2026
15:11 17.3.2026
00:22 17.3.2026

„ჰორმუზის სრუტესა და მიმდებარე წყლებში ბოლოდროინდელმა დაძაბულმა ვითარებამ ზეგავლენა მოახდინა საქონლითა და ენერგორესურსებით საერთაშორისო სავაჭრო მარშრუტზე, მოშალა მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში და მის მიღმა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG