Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის ჯ.დ. ვენსის ჩასვლა პაკისტანში. 11 აპრილი, 2026 წელი
აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის ჯ.დ. ვენსის ჩასვლა პაკისტანში. 11 აპრილი, 2026 წელი

ირანის და აშშ-ის დელეგაციები პაკისტანში არიან სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის

აშშ-სა და ირანის წარმომადგენლები 11 აპრილს პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში ჩავიდნენ ექვსკვირიანი ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებისთვის. მანამდე თეირანმა მოლაპარაკება ეჭვქვეშ დააყენა, როცა განაცხადა, რომ ის ვერ დაიწყებოდა ლიბანში ზავის და სანქციების შერბილების პირობების გარეშე.

მთავარი მოვლენები

19:31 10.2.2026

ერთგული ძაღლი საფლავზე გლოვობს ირანელ მომიტინგეს, რომელიც საპროტესტო აქციების დარბევის დროს დახვრიტეს

17:26 11.2.2026

ირანის სახელმწიფოს უწყების მაღალი რანგის წარმომადგენელმა გამოაცხადა, რომ “ლომისა და მზის” ემბლემა, ტრადიციული სიმბოლო, ისლამურ რესპუბლიკას ეკუთვნის.

ამ დროს რეჟიმის მოწინააღმდეგეთა ერთი ნაწილი დროშას ამ ნიშნით, ეროვნული სიამაყისა და თეოკრატიული მმართველობისადმი დაუმორჩილებლობის გამოსახატავად იყენებენ. ძველი ემბლემა დავის მიზეზი გახდა, თუმცა არა პირველად.

ისლამური რევოლუციის შემდეგ, „ლომი და მზე“ აიკრძალა და დაიგმო, როგორც მტარვალი ფეჰლევიანების მონარქიის გადმონაშთი.

ირანის თეოკრატიული მმართველები, იანვარში მასობრივი დემონსტრაციების და მათი სისხლში ჩახშობის შემდეგ აშკარად საფუძველშერყეული ისტებლიშმენტი ცდილობს, დაიბრუნოს ტრადიციული „ლომისა და მზის“ სიმბოლო. დროშებს ამ ემბლემით აფრიალებენ ხოლმე რეჟიმის მოწინააღმდეგეთა ერთი ნაწილის აქციებზე.

ქვეყნის სახელმწიფო, ირანისტიკის ფონდის დირექტორმა, ალი აქბარ სალეჰიმ, 8 თებერვალს განაცხადა, რომ “ლომისა და მზის” სიმბოლო ისლამურ რესპუბლიკას ეკუთვნის და დაგმო მისი გამოყენება „სხვების“ მიერ. სავარაუდოდ, ამ “სხვებში” ის სწორედ ოპოზიციის ნაწილს, მათ შორის, ბოლო შაჰის მემკვიდრე რეზა ფეჰლევის მომხრეებს გულისხმობდა.

21:03 11.2.2026

ირანში საპროტესტო აქციების დაწყებიდან და რეჟიმის მიერ მისი ჩახშობიდან 38 დღის შემდეგ, ლაივბლოგი დროებით ჩერდება. თუ სიტუაცია შეიცვლება - ირანის შიდა თუ საერთაშორისო დონეზე - ბლოგი გაგრძელდება.



„სიკვდილი დიქტატორს!“ - ირანში ეროვნულ დღესასწაულზე ანტისამთავრობო ლოზუნგებს ყვირიან.

13:32 28.2.2026

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა, განაცხადა, რომ ისრაელმა ირანის წინააღმდეგ პრევენციული დარტყმა განახორციელა. მან თქვა, რომ დარტყმა საფრთხის თავიდან აცილების მიზნით განხორციელდა.

ოპერაციაში ამერიკის შეერთებული შტატებიც მონაწილეობს, იუწყება New York Times წყაროზე დაყრდნობით.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG