Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის ჯ.დ. ვენსის ჩასვლა პაკისტანში. 11 აპრილი, 2026 წელი
აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის ჯ.დ. ვენსის ჩასვლა პაკისტანში. 11 აპრილი, 2026 წელი

ირანის და აშშ-ის დელეგაციები პაკისტანში არიან სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის

აშშ-სა და ირანის წარმომადგენლები 11 აპრილს პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში ჩავიდნენ ექვსკვირიანი ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებისთვის. მანამდე თეირანმა მოლაპარაკება ეჭვქვეშ დააყენა, როცა განაცხადა, რომ ის ვერ დაიწყებოდა ლიბანში ზავის და სანქციების შერბილების პირობების გარეშე.

მთავარი მოვლენები

13:34 28.2.2026

„ისრაელის სახელმწიფომ მიიტანა პრევენციული დარტყმა ირანზე..."

„ისრაელის სახელმწიფომ მიიტანა პრევენციული დარტყმა ირანზე. თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცმა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ ისრაელის მთელ ტერიტორიაზე შემოღებულია „საგანგებო და მყისიერი საგანგებო მდგომარეობა“. ადგილობრივი მედია წერს, რომ თეირანის ცენტრში აფეთქებებია.

ჯერჯერობით არ გავრცელებულა ოფიციალური ცნობები ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ირანში.

ვრცელდება ცნობები, რომ აშშ-ის საელჩო კატარში თანამშრომლებს თავდაცვის ზომებისკენ მოუწოდებს და ამ რეჟიმში ურჩევს დარჩენას, შემდგომი დირექტივების მიღებამდე.

13:35 28.2.2026

„აშშ-მა ირანში მასშტაბური სამხედრო ოპერაციები დაიწყო“ - განაცხადა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

ისრაელის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 28 თებერვალს მან მიიტანა „პრევენციული დარტყმა“ ირანზე და ისრაელის მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა - დარჩნენ დაცულ ზონებში.

13:36 28.2.2026

„ამ ტერორისტულ რეჟიმს არასოდეს ექნება ბირთვული იარაღი“

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth-ში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ “აშშ-მა ირანში მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყო“ და რომ მისი მესიჯი მარტივია „ამ ტერორისტულ რეჟიმს არასოდეს ექნება ბირთვული იარაღი“.

ტრამპის თქმით, აშშ გაანადგურებს ირანის რეჟიმის სამხედრო შესაძლებლობებს.

14:11 28.2.2026

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG