Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის ჯ.დ. ვენსის ჩასვლა პაკისტანში. 11 აპრილი, 2026 წელი
აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის ჯ.დ. ვენსის ჩასვლა პაკისტანში. 11 აპრილი, 2026 წელი

ირანის და აშშ-ის დელეგაციები პაკისტანში არიან სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის

აშშ-სა და ირანის წარმომადგენლები 11 აპრილს პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში ჩავიდნენ ექვსკვირიანი ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებისთვის. მანამდე თეირანმა მოლაპარაკება ეჭვქვეშ დააყენა, როცა განაცხადა, რომ ის ვერ დაიწყებოდა ლიბანში ზავის და სანქციების შერბილების პირობების გარეშე.

მთავარი მოვლენები

14:53 28.2.2026

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონმა დაიწყო "მასშტაბური საბრძოლო ოპერაციები" ირანის წინააღმდეგ - ეს განცხადება გაკეთდა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ისრაელმა გამოაცხადა, რომ 28 თებერვალს "პრევენციული დარტყმა" განახორციელა ირანზე.

პასუხად, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) ისრაელის მიმართულებით გაუშვა დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების მისი თქმით "პირველი ტალღა".

15:03 28.2.2026
15:39 28.2.2026

ჯერჯერობით არ არსებობს დადასტურებული ცნობები ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ირანში, რომლის წინააღმდეგაც სამხედრო იერიში დაადასტურეს ისრაელმა და აშშ-მა, 28 თებერვალს.

ირანის მედია ადასტურებს აფეთქებებს ქვეყნის ტერიტორიაზე - არაერთ ქალაში, მათ შორის ასახელებენ თეირანს, ტებრიზს, ისპაჰანს, კუმს, ლურესტანსა და ჩაბახარს.

16:31 28.2.2026

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG