ირანის მმართველმა საბჭომ ("ექსპერტთა საბჭომ") მიიღო გადაწყვეტილება ისლამური რესპუბლიკის ახალი უზენაესი ლიდერის დანიშვნის შესახებ.
გადაწყვეტილება მიიღეს კვირას, 8 მარტს, მას მერე, რაც ერთი კვირის წინ აშშ-ისა და ისრაელის მიერ წარმოებული სამხედრო ოპერაციის დროს მოკლეს აიათოლა ალი ხამენეი. ამის შესახებ საბჭოს რამდენიმე ანონიმმა წევრმა გაავრცელა ინფორმაცია მემკვიდრის ვინაობის დაუსახელებლად.
როგორც AFP იტყობინება, მმართველი საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა მიანიშნა, რომ საქმე ეხება ალი ხამენეის ვაჟს, მოჯტაბას. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხამენეის მისი ვაჟი ჩაანაცვლებდა, უკვე რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოცემა Axios-ისთვის 5 მარტს მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ეწინააღმდეგება მოჯტაბა ხამენეის დანიშვნას.
კვირას ირანის წამყვანმა რელიგიურმა მოღვაწეებმა ქვეყნის უზენაეს ლიდერად დანიშნეს აშშ-ისა და ისრაელის იერიშების შედეგად დაღუპული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯტაბა ხამენეი, მიუხედავად აშშ-ისა და ისრაელის მუქარისა, რომ წინ აღუდგებიან მის დანიშვნას.
8 მარტს ირანის ექსპერტთა ასამბლეამ უმცროსი ხამენეი ქვეყნის ახალ ლიდერად აირჩია მას შემდეგ, რაც აიათოლა ალი ხამენეი აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმის შედეგად დაიღუპა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ირანის ისლამურ რესპუბლიკაში უზენაესი ლიდერის პოსტზე მამას მისი შვილი ცვლის. რა ვიცით მასზე?
მოჯთაბა ხამენეი იშვიათად ჩნდებოდა საჯაროდ და თითქმის არასოდეს მიუმართავს სიტყვით ფართო აუდიტორიისთვის - გარდა სასულიერო სემინარიების კლასებისა. მიუხედავად ამისა, მას ხშირად აღწერდნენ, როგორც კულისებს მიღმა მოქმედ გავლენიან ფიგურას, რომელსაც ძლიერი გავლენა ჰქონდა უზენაესი ლიდერის ოფისთან და ირანის უსაფრთხოების ინსტიტუტებთან დაახლოებულ პირებზე.
მაგრამ ვინ არის მოჯთაბა ხამენეი და როგორ გახდა ის მამის მემკვიდრეობის ერთ-ერთი ყველაზე სადავო კანდიდატი?
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა. ბოლოს ბარელი ნავთობი ას დოლარზე მეტი ღირდა უკრაინაში რუსეთის არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრის წელს, 2022-ში.
დღეს, 9 მარტს ბირჟებზე ვაჭრობის დაწყებისას ერთ-ერთი ძირითადი, Brent-ის მარკის ნავთობი 20%-ზე მეტით გაძვირდა და ბარელის ფასმა 110 აშშ დოლარს გადააჭარბა. გარკვეული დროის შემდეგ დაახლოებით 105 დოლარამდე ჩამოვიდა, შემდეგ კი ისევ რამდენიმე დოლარით გაძვირდა. ას დოლარს გადააჭარბა ამერიკული მარკების ბარელი ნავთობის ფასმაც.
ფორუმი