ტრამპი: აშშ და ირანი „მნიშვნელოვან საკითხებში თანხმდება“
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ორი მხარე „მნიშვნელოვან საკითხებში თანხმდება“. ტრამპის თქმით, ომის დასასრულებლად შესაძლოა მალე იქნეს მიღწეული შეთანხმება.
აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ ახლო პრეზიდენტის წარგზავნილი აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფი, და ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი, კვირას შეხვდნენ ირანის მხარეს და მოლაპარაკებები დღესაც გრძელდება.
„ძალიან, ძალიან ძლიერი მოლაპარაკებები გვქონდა. ვნახოთ, საით წაგვიყვანს ის. ვთანხმდებით საკითხებში, მნიშვნელოვან საკითხებში, მე ვიტყოდი, შეთანხმების ყველა საკითხში... ძალიან ძლიერი მოლაპარაკეები გვქონდა, ბატონი უიტკოფი და ბატონი კუშნერი ატარებდნენ მას,“ თქვა ტრამპმა ფლორიდაში ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ირანში მიმდინარეობს „რეჟიმის ცვლილება“. ამავე დროს მან თქვა, რომ თუ ირანის წარმომადგენლებთან შეერთებული შტატების მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდება, მაშინ ამერიკა განაახლებს ირანის დაბომბვას.
IRGC-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ირანის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის პოსტზე ლარიჯანის შემცვლელად დაინიშნა
ირანმა უმაღლესი ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის, ალი ლარიჯანის შემცვლელად ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ყოფილი მეთაური და რადიკალური პოლიტიკური ფრაქციის წამყვანი ფიგურა დაასახელა.
ირანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების საკითხებში წარმომადგენლის, მეჰდი ტაბატაბაის თქმით, ლარიჯანის მემკვიდრედ მუჰამედ ბაჰერ ზოლყადრი დაინიშნა.
ზოლყადრი IRGC-ის ყოფილი მაღალჩინოსანი მეთაურია და ამ დაჯგუფების ერთ-ერთ დამფუძნებელ წევრად ითვლება.
ლარიჯანი გასულ კვირას აშშ-ის და ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად დაიღუპა.
აშშ-ისრაელსა და ირანს შორის საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ ირანის შეიარაღებულმა ძალებმა ჰორმუზის სრუტესა და მის გარშემო მიზანმიმართულად დაარტყეს სულ მცირე ორ სამოქალაქო, კომერციულ გემს.
ამის შესახებ დღეს, 24 მარტს განაცხადა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა(HRW).
ორგანიზაციამ დოკუმენტურად დაადასტურა, რომ 11 მარტს მიზანმიმართული დარტყმა იყო ორ კომერციულ გემზე, Safesea Vishnu-სა და Mayuree Naree-ზე. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის განცხადებით, სამოქალაქო გემებსა და მათი ეკიპაჟების წევრებზე მიზანმიმართული თავდასხმა ომის დანაშაულია.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაყჩისა და აშშ-ის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის სატელეფონო საუბარი გახდა გარდამტეხი მომენტი, რომელსაც მოჰყვა ტრამპის გადაწყვეტილება, შეაჩეროს დარტყმები ირანის ენერგეტიკაზე და მოლაპარაკება დაიწყოს - წერს ისრაელში გამომავალი Ynet-ი.
კონტაქტების თაობაზე ისრაელს წინასწარ არ შეატყობინეს.
გამოცემის თანახმად, ვაშინგტონსა და თეირანს შორის ფარული არხი შუამავლების მეშვეობით მოქმედებდა ჯერ კიდევ ომის მეოთხე დღიდან, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში უშედეგოდ.
ვითარება გაართულა ისრაელის ოპერაციამ, რომელიც მიზნად ისახავდა ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ალი ლარიჯანის ლიკვიდაციას და რომელიც 17 მარტს, აშშ-ის თანხმობით ჩატარდა. 24 მარტს ცნობილი გახდა, რომ ლარიჯანის ადგილს დაიკავებს 72 წლის მუჰამად ბაჰერ ზულქადრი. ეს პირი ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში მსახურობდა - იყო კორპუსის მეთაურის მოადგილე, და "ბასიჯის" ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე.
მოლაპარაკებები მხოლოდ ბოლო კვირებში გააქტიურდა, ხოლო ამ პროცესის კულმინაცია გახდა არაყჩისა და უიტკოფის საუბარი 22 მარტს.
ფორუმი