Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში დაწყებულ პროტესტს საქართველოში მყოფი ირანელებიც უერთდებიან


12 იანვარი. დემონსტრაცია ირანის საელჩოსთან
12 იანვარი. დემონსტრაცია ირანის საელჩოსთან

უკვე მეოთხე დღეა, საქართველოს დედაქალაქში, ირანის საელჩოსთან აქციები იმართება. საქართველოში მყოფი ირანელები უერთდებიან ირანში დაწყებულ საპროტესტო ტალღას. ისინი გამოხატავენ მხარდაჭერას და პატივს მიაგებენ დაღუპულებს.

  • უკვე ორ კვირაზე მეტია, ირანში დემონსტრაციები იმართება. საპროტესტო ტალღა გასული წლის 28 დეკემბერს დაიწყო, რასაც წინ უსწრებდა ეკონომიკური კრიზისი.
  • 8 იანვარს ირანის ხელისუფლებამ ინტერნეტი გათიშა და პროტესტის ჩახშობას განაგრძობს. ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების ორგანიზაციის (HRANA) ცნობით, 12 იანვრის მონაცემებით, პროტესტის დაწყებიდან 646 ადამიანი დაიღუპა. ირანის ადამიანის უფლებათა დაცვის სააგენტო 648-ის დაღუპვის შესახებ იუწყება.
  • დაპატიმრებულთა რიცხვი, სავარაუდოდ, 10 000-ს აჭარბებს. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ლიდერებს „სურთ მოლაპარაკება“, თუმცა აშშ-ს „შესაძლოა, მათთან შეხვედრამდე მოქმედება მოუწიოს“.

CNN-მა აშშ-ის ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით თქვა, რომ განიხილება ირანის რეჟიმთან ბრძოლის როგორც სამხედრო, ასევე არასამხედრო საშუალებები.

ფორუმი

XS
SM
MD
LG